კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას პრეზიდენტი შეზღუდული აღარ იქნება

2 მარტი, 2012
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, მყიდველის მიერ საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას, პრეზიდენტი შეზღუდული აღარ იქნება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება პარლამენტმა 2 მარტს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შეიტანა.

კანონის აქამდე მოქმედი რედაქციით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას პრეზიდენტი ადგენს, თუმცა იმავდროულად კანონში არის დათქმა, რომ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიმართ შესაძლო ზიანის თავიდან აცილებისათვის, სასამართლო ან საარბიტრაჟო სამართალწარმოების თავიდან აცილებისათვის ან/და დასრულებისათვის, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მყიდველისთვის საფასურის გადახდისთვის დაწესებული ვადა, არ უნდა უნდა აღემატებოდეს 5 წელს.

დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, მყიდველის მიერ საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრა მთლიანად პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული და ვადის ზედა ზღვარით, შეზღუდული აღარ იქნება. კერძოდ, პრეზიდენტი აღარ იქნება ვალდებული, საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინოს, რომ ეს ვადა 1 წელს ან 5 წელზე მეტი არ უნდა იყოს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები