კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინციდენტი ქუთაისში

6 მარტი, 2012

6 მარტს ქუთაისში ნუცუბიძის #5-ში მცხოვრებმა ბონდო ფერცულიანმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რადგან შვილი ცივი იარაღით მოკვლით ემუქრებოდა. საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ ფერცულიანის ვაჟმა სამმართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

საპატრულო პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად ბონდო ფერცულიანის ვაჟი დაიჭრა, ხოლო ასხლეტილი ტყვიით თავად ბონდო ფერცულიანიც დაშავდა.

ორივენი ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში არიან გადაყვანილი და სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ.

ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-ს ადმინისტრაციაში კომენტარი გააკეთეს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, შოთა ხიზანიშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, პოლიცია ქუთაისის პირველი განყოფილების გვერდით მდებარე შენობაში გამოიძახეს.

„იქ მცხოვრები ახალგაზრდა, ბექა ფერცულიანი, აგრესიულად იყო განწყობილი, მშობლებსა და მეზობლებს შუშის ქილებს ესროდა. მას ხელში ჰქონდა დანა. იგი ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა. პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ, ახალგაზრდამ აგრესია პოლიცილებზე გადაიტანა, რის გამოც პოლიციის თანამშრომელმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა. ამ დროს ახალგაზრდამ პოლიციელი დანით დაჭრა. ამის შემდეგ კი, პოლიციის თანამშრომელმა მეორედ გაისროლა, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს, როგორც თავად ახალგაზრდამ, ისე მისი მამამ, ბონდო ფერცულიანმა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი“, - განაცხადა შოთა ხიზანიშვილმა და დასძინა, რომ ეს არის ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები