კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხაშურის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

6 მარტი, 2012

შსს-ს გადაწყვეტილებით, ხაშურის პოლიციის უფროსი გიორგი ხარჩილაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, 2012 წლის 27 თებერვალს ხაშურის პოლიციის შენობაში მომხადრი უბედური შემთხვევის დროს სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ხაშურის პოლიციის უფროსის გიორგი ხარჩილაძის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ.

„აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ პოლიციის შენობაში არ მოხდა უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა. ხაშურის რაიონული პოლიციის უფროსად დაინიშნა გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი კახაბერ ბერუაშვილი“, - ნათქავმია შს სამინისტროს განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები