10:06, Tuesday, 21.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბოდიში, აფხაზებო!

16.03.2012

გივი გიგიტაშვილი,
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მე–2 კურსი

საქართველოს დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენთვის, უპირველესად, სამშობლოს სრული განთავისუფლება და გამთლიანებაა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს ნიშნავს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპთა, უმნიშვნელოვანეს, საერთო საკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებას კავკასიის საკვანძო ქვეყანაში. აფხაზეთი და აფხაზები ყოველთვის იყვნენ საქართველოსთან მჭიდრო კავშირში და ჩვენ მათთან გვაკავშირებს მრავალსაუკუნოვანი საერთო ისტორია, რომლის დამახინჯებისა და გადასხვაფერების მრავალი მცდელობა გამოვლინდა და კიდევ ვლინდება საკუთარი ბოროტი მიზნების განხორციელების სურვილით რუსეთის მხრიდან.

ჩემი აზრით, დღეს აფხაზეთის პრობლემის მოგვარება ჩიხშია შესული.  ქართული მხარის ყველა შეთავაზება აფხაზების მიმართ ან გრძელვადიან პერსპექტივებზეა გათვლილი, ან საეჭვოა მათი ეფექტურობა მდგომარეობის უკეთესობისაკენ შეცვლის თვალსაზრისით. ასე კი დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, რომელიც რამდენიმე მიმართულებით ცდილობს გაიმყაროს მდგომარეობა აფხაზეთში.  მიმაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა დაიწეროს ამ თემაზე, რათა მუდამ პრობლემის გადაჭრის ძიების რეჟიმში ვიყოთ და  გავიაზროთ თუ 1. სად დავუშვით შეცდომა წარსულში, რათა აღარ გავიმეოროთ იგივე  2. რეალისტურად შევაფასოთ შექნმილი მდგომარეობა და დღევანდელი დამოკიდებულება ქართულ –აფხაზური საზოგადოებას შორის; ამასთან შევაფასოთ რამდენად ეფექტური იქნება მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტის მოგვარების საკითხში. 3. ჩამოვყალიბდეთ ყველაზე ცივილურ და ეფექტურ კონფლიქტის მოგვარების ხერხებზე.  დავიწყოთ პირველი პუნქტით.

ბოლო დროს, მედია საშუალებებით გაჟღერდა იდეა ბოდიშის მოხდის ინიციატივაზე აფხაზი საზოგადოების მიმართ ქართველების მიერ დაშვებული შეცდომებისათვის კერძოდ: „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრმა“ გადაწყვიტა წამოიწყოს კამპანია, სახელწოდებით „ბოდიში, აფხაზებო!“  მე მივესალმები ამ კამპანიას, რადგან აღიარება არასოდეს არაა გვიან, მითუმეტეს, როცა შეცდომები ნამდვილად იყო დაშვებული, რომელზეც აფხაზ საზოგადოებას ნამდვილად აქვს მორალური უფლება იმის, რომ ქართველებისგან მომავალი საფრთხე ეგრძნო. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ამით ჩვენ შეგვიძლია აფხაზებს და ოსებს დავანახოთ, რომ ნამდვილად ვხვდებით ჩვენს შეცდომებს. მაინც, რისთვის უნდა მოვუხადოთ მათ ბოდიში?  ყველაფერ იმისთვის, რამაც დღევანდელი ჩიხი გამოიწვია და ამ ორი ხალხის გათიშვა ერთმანეთისგან.  გრძელი ისტორიული წიაღსვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ უმჯობესია დავიწყოთ ახლო ისტორიიდან.
 
1990–იანი წლების ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ რიგი მიზეზების გამო  მალე გადაიზარდა ეთნიკური ნაციონალიზმში. ეს იყო ძირითადად ქუჩის მოძრაობა, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხშირად ეგზალტირებული მასების მიერ მიიღებოდა, ხოლო მოლაპარაკების გზები ქვეყნის ღალატად ცხადდებოდა. ლოგიკურია, რომ მას ინტელიგენცია განუდგა, რადგან არ იყო მიჩვეული ქუჩაში ყვირილს და ამასთანავე რადიკალური ოპოზიციის მიერ „წითელი“ ინტელიგენციის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.  სწორედ ამ გამოსვლებზე გაისმა აფხაზეთის, აჭარისა და ოსეთის ავტონომიური ოლქების გაუქმების ლოზუნგები. ამან კი დაანახა საქართველოში არსებულ უმცირესობებს ამ მოძრაობაში ეთნიკური ნაციონალიზმის აღორძინების საფრთხე, რაც თავისთავად საფრთხის ქვეშ აყენებდა მათ. შესაბამისად ისინი დაუპირისპირდნენ  საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას მათივე უსაფრთხოების მიზნით. თუმცა ყოველივე ეს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ამას მოჰყვა 1989 წლის 18 მარტის ლიხნის შეკრება, სადაც სსრკ–ის ხელისუფლებამ მიიღო აფხაზი საზოგადოების მიმართვა, რომ აფხაზები განიცდიან ქართველი ხალხისაგან შევიწროებას და ეჭვის ქვეშ დგება აფხაზების ეთნოსის გადარჩენა ასიმილაციისაგან. პარალელურად საქართველოში დაიწყო გამოსვლები ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, რაც ამავე წლის 9 აპრილს სსრკ–ის ხელისუფლების მიერ იქნა სისხლში ჩახშობილი, რამაც საბოლოოდ ყველა ქართული ძალა საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერამდე მიიყვანა. მაგრამ ასევე 9 აპრილის შემდეგ ქართული საზოგადოების  მნიშვნელოვანი ნაწილი დარწმუნდა, რომ ეროვნული უმცირესობები მხარს არ უჭერდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და ისინი პოტენციურ „მეხუთე კოლონას“ წარმოადგენდნენ, ამიტომ ისინი მკაცრი კრიტიკის ობიექტები გახდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის ნებისმიერი მოწინააღმდეგე მტრად და დამნაშავედ ცხადდებოდა, ხოლო მიტინგებზე გამოთქმული ზოგიერთი ლოზუნგი კი (“საქართველო ქართველებისთვის”; “ჩვენივე სახლში მასპინძლად ქცეული სტუმრების თავხედობა”; “ვისაც ჩვენთან არ უნდა წავიდეს საიდანც მოსულა.”)  საკმარისი საფუძველი იყო ეფიქრათ უმცირესობებს, რომ მათ დამოუკიდებელ საქართველოში აშკარა საფრთხე ელოდათ. საქართველოში ჩამოყალიბებულ ეთნონაციონალიზმს ასეთივე ეთნონაციონალიზმი დაუპირისპირდა ეროვნული უმცირესობების მხრიდან. ამის ნიადაგზე აფხაზეთშიც საქართველოს სახით ჩამოყალიბდა „მტრის ხატი“, რასაც შემდეგში ბევრი სისხლისღვრა მოჰყვა.

ამას დაემატა ულტრანაციონალისტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სათავეში მოსვლა.  სწორედ მის დროს დაიწყო გაჟღერება თეზისმა აფხაზების ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებისა და არამკვიდრობის, არაქართველური წარმომავლობის შესახებ. გახშირდა წერილები ქართველი ერის განსაკუთრებულობის შესახებ, რაც შოვინიზმის საფუძვლებს წარმოადგენდა. ამ ტენდენციას არც უმცირესობების შიგნით დაუყოვნებია ფანტასტიკური სტატიები მათი ხალხთა დიდების შესახებ.

ფაქტია, რომ იმდროინდელმა ეროვნულმა მოძრაობამ ვერ გამონახა საერთო ენა ეროვნულ უმცირესობებთან. მათ დაუშვეს უმთავრესი და ძალიან დიდი შეცდომა, რომ ისეთ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, სადაც ქართველების გვერდით ცხოვრობენ ბევრი ეროვნული უმცირესობები, საჭიროა წინდახედული და ფრთხილი პოლიტიკა მათ მიმართ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის კონფლიქტები მათთან. (სეპარატიზმი, ირიდენტიზმი და ა.შ.) ჩვენს ქვეყანაში ექსტრემისტული ნაციონალიზმი ყოველთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს როგორც საქართველოს მთლიანობისთვის, ასევე უმცირესობებისთვის.  ჩვენ კი მუდამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვჭირდება არა ეთნიკური ნაციონალიზმი, არამედ ლიბერალურ–სამოქალაქო ნაციონალიზი, რომლის მთავარი პრინციპი ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება იქნება და ეთნიკურ ქართველებთან ერთად ეროვნულ უმცირესობებსაც გააერთიანებს.  თუ ეს ასე არ მოხდა საქართველოს სუვერენიტეტი და მთლიანობა მუდამ საფრთხის ქვეშ იქნება.

შეცდომების ჩამონათვალი არც ამით იწყება და არც მთავრდება, მაგრამ აღნიშნული ნაშრომის ზომა არ არის საკმარისი მათი დაწვრილებით განსახილველად. აქვე აუცილებელია აღნიშნის, რომ აფხაზები, რომ არა რუსეთის ხელშეწყობა, დამოუკიდებლად ამდენ რამეზე წამსვლელნი ნამდვილად არ იყვნენ.

დღევანდელ დღეს კი მოხდა ის, რაც ჩვენთვის ყველაზე მძიმე წარმოსადგენია. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს,  რუსეთმა მოახდინა აფხაზეთის ოკუპირება, შემდეგ ეთნოწმენდის ჩატარება და შემდეგ ამ ტერიტორიის  „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ გამოცხადება.  ამ ყველაფრის შემდეგ  აფხაზეთში საქმის რეალური განმკარგავი კვლავ რუსეთი  რჩება.  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, იგი საკმაოდ მოუმზადებელი აღმოჩნდა ამ ნაბიჯისთვის. ამას იცის მოწმობს, რომ 3 წლის შემდეგაც იგი აღიარეს მხოლოდ ხუთმა სახელწმიფომ, როგორებიცაა ვანუატუ, ტუვალუ, ნაურუ, ნიკარაგუა, ვენესუელა. მართალია თვისობრივად  და აღიარების თვალსაზრისითაც ძალიან ბევრი განსხვავებაა კოსოვოსა და აფხაზეთის კონფლიქტს შორის, მაგრამ კოსოვო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მსოფლიოს 56 სახელმწიფომ აღიარა. აფხაზეთის და ე.წ.“სამხრეთ ოსეთის“ აღიარების უკან წაღებაზე ფიქრი ჩემი აზრით დროის კარგვაა, არა მხოლოდ პუტინისა და მედვევდევის დროს, არამედ მას შემდეგაც. ამის მარტივი დადასტურებაა კურილიის კუნძულები: ისინი დაიპყრეს 50 წელზე მეტი ხნის წინათ, მას შემდეგ უამრავი ხელისუფლება შეიცვალა, ითქვა უამრავი რამ, მაგრამ კურილიის კუნძულების სტატუსის გადახედვა არ მომხდარა. რუსი ექსპერტები ამას იმით ხსნიან, რომ ამას არავის აპატიებს რუსეთის საზოგადოებრივი აზრი.

მიუხედავად ექსპერტებისა და საზოგადო მოღვაწეების მიერ გამოთქმული უამრავი მოსაზრებისა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თბილისში რეალურად არ სწავლობენ რა ხდება სინამდვილეში აფხაზეთში. არადა კონფლიქტის მოგვარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გავიგოთ, რას ფიქრობს იქ ხალხი. თუ ჩვენ რეალურად გვინდა ტერიტორიის დაბრუნება, დროა ამაზე ვიფიქროთ. ამის განსახორციელებლად კი ყველაზე ეფექტური საშუალება იქნებოდა თუნდაც უცხოელი სოციოლოგებისა და სამოქალაქო ინსტიტუტების მოწვევა. ქართული საზოგადოება არ უნდა იყოს ნიჰილისტურად განწყობილი ამ საკითხის მიმართ და ჩემი აზრით, არ უნდა ველოდოთ რამენაირ გეოპოლიტიკურ ცვლილებას, რაზეც წინა სტატიაში უკვე ვისაუბრე, თუ რა საფრთხის მატარებელია საქართველოსთვის ეს გეოპოლიტიკური ცვლილება.

დღეს ქართველი ხალხი მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირ დაელაპარაკოს აფხაზ ხალხს და პირიქით.   მრავალი წელია, გარკვეულ ძალებს ქართული საზოგადოება შეგნებულად ჰყავთ შეცდომაში შეყვანილი და მიზანმიმართულად არიდებენ თავს პირდაპირ დიალოგს. ხელოვნურადაა ჩაშლილი მოლაპარაკებების პროცესი. ხალხს კი უნერგავენ აზრს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები ჩიხშია შესული  მაშინ, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები პრაქტიკულად არც დაწყებულა.   აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესში არ შეიძლება თვითონ აფხაზების როლი უგულვებელვყოთ და მითუმეტეს არ შეიძლება ქართული საზოგადოება იზიარებდეს ამას.

ქართული მხარე მიიჩნევს, რომ სეპარატისტული რეჟიმების კონფლიქტის მხარეებად აღიარება გულისხმობს აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის ცნობას და მათთან შეთანხმების გაფორმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და სწორედ ამის გამო მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთთან, რადგან ის არის კონფლიქტის გამჩაღებელი, ხელის შემწყობი და ა.შ.   გთავაზობთ დავუშვათ საწინააღმდეგო ჰიპოთეზა, მართალია რეალობას მოკლებული,  მაგრამ  განსხვავებას დაგვანახვებს.  დავუშვათ მოხდა ისე, რომ  ვთქვათ, ხვალ რუსეთის პრეზიდენტმა თქვას, ისევ ვცნობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასო. ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება ის, რომ აფხაზები და ოსები დაუყოვნებლივ გამოვლენ რუსეთის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ და აუმხედრდებიან საკუთარ მოკავშირეს.  აფხაზები და ოსები იმიტომ მოქმედებენ რუსეთის მითითების შესაბამისად, რომ ეს ემთხვევა მათ ნაციონალურ პროექტებს.  მაშ, რატომ არ უნდა დაველაპარაკოთ თვითონ აფხაზებს?! საკმარისია კი რუსეთის მხრიდან აღირების უკან წაღება აფხაზეთისა და აფხაზების დასაბრუნებლად?! ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი, ოღონდ აფხაზებთან ერთად. დღეს მათ რუსეთის „ფორმალური“ ხელშეწყობით აქვთ ის  სტატუსი, რომელიც უნდოდათ მათ საქართველოსგან დამოუკიდებლობა და მასთან თანასწორუფლებიანობა.  მართალია  მხოლოდ 5 ქვეყნის მიერ აღიარებული, მაგრამ მაინც. ისინი აფხაზეთიდან დევნილების დაბრუნებასაც კი აღიქვამენ, როგორც აფხაზური ეთნოსის არსებობის დასასრულს.

უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, რომ კონფლიქტის მიმართ განსხვავებული წარმოდგენები იწვევს ამა მხოლოდ კოორდინაციისათვის შეზღუდული სივრცის არსებობას, არამედ მთავრობის მხრიდან ზოგიერთი გადადგმული ნაბიჯი ხელს უშლის კიდეც პროცესის განგრძობადობას. მთავრობის მიერ მიღებული კანონქვემდებარე აქტები ქმნის არაკომფორტულ გარემოს ან ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას კონფლიქტის დარეგულირების კუთხით. უკვე წლებია, მიმდინარეობს საინფორმაციო ომი ქართველი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ. მოსახლეობას მაქსიმალურად გაფილტრული ინფორმაცია მიეწოდება, უმეტეს შემთხვევაში კი მხოლოდ დეზინფორმაცია. ყოველდღიურად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადის დაუსრულებელი ტყუილების ციკლი, ხდება მტრის ხატის შექმნა და ამას დასასრული არ უჩანს. ხალხი კი, რომელსაც არ გააჩნია ინფორმაციის ალტერნატიული წყარო, სამწუხაროდ, იჯერებს ამ ინფორმაციას. მხოლოდ ერთეულებმა იციან, რომ ტელეეკრანიდან ნანახი ფაქტების და მოვლენების უმრავლესობა ან საერთოდ მოგონილია, ან მასში მხოლოდ ნაწილია სიმართლის. ე.წ. სამთავრობო ტელევიზიები ხელს უწყობენ მეორე მხარის დეჰუმანიზაციასა და აღრმავებენ გახლეჩილი საზოგადოებებში პოლარიზაციის ტენდენციებს. მედია პროდუქტები, რომლებიც იქმნება სამოქალაქო სივრცეში მშვიდობის მშენებლობის ორგანიზაციების მიერ, ვერ ჰპოვებს საკმარის ასახვას მედია სივრცეში.

ამ „პოლიტიკურ თამაშებში“ კი სულ უფრო უკანა პლანზე იწევს და იჩქმალება დევნილთა საკითხი.  ჩემთვის ძალზე შემაშფოთებელია ის პირობები, რომელშიც დღეს აფხაზეთიდან დევნილებს უწევთ ცხოვრება საქართველოში. ხშირად ვაწყდები მათ შესახებ ინფორმაციებს მედიაში: თუ რა მიზერულ დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან დახმარების სახით; როგორ შენობებში ცხოვრობენ; მათი ძალიან დიდი ნაწილი დაუსაქმებელია; დიდი ნაწილი ლტოლვილთა განსახლების სამინისტროს სამოქმედო გეგმას აფასებს როგორც ძალიან მოუქნელს. მათი თქმით, სახელმწიფოს არ შეუძლია მათ მოუსმინოს და არსებობს კიდევ ძალიან ბევრი დამადასტურებელი ფაქტი, რის შედეგადაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში ძალიან მძიმედ მიმდინარეობს.   თითქოს ხელისუფლება თამაშობს პალესტინურ მოდელს, რომ თუ იგი ამ ხალხს დაასახლებს ნორმალურად და უზრუნველყოფს ნორმალური სოციალური პირობებით, მათ აღარ მოუნდებათ დაბრუნება აფხაზეთში. პალესტინური მოდელის თანახმად, ეს ხალხი გაჭირვებული უნდა იყოს, რომ  მუდამ უკან დაბრუნებაზე იფიქრონ და შესაბამის მომენტში მათ იერიში მიიტანონ აფხაზეთზე. რეალურად, პალესტინას დღემდე მოუგვარებელი აქვს ეს კონფლიქტი ისრაელთან, ხოლო გერმანია, სადაც გფრ–მა გადაწყვიტა გფრ–დან დევლილი ხალხის დასახლება–გაერთიანდა.

რა უნდა გაკეთდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის?  უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან. უნდა გამოვიყენოთ სათანადო ინსტრუმენტები და პოლიტიკა იმისთვის, რომ დავარწმუნოთ აფხაზები, რომ მათი შიშები მცდარია. იმისათვის, რომ აფხაზების როლი არ უგულვებელყოთ ამ კონფლიქტში, უნდა მოხდეს აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტის მხარეებად ცნობა, რაც პირდაპირ კავშირშია სამოქალაქო საზოგადოებებისა  და არასამთავრობო ინიციატივების გააქტიურებასთან და საჭიროა შეწყდეს ურთიერთბრალდებებზე აწყობილი პოლიტიკა. ამ რეგიონების კონფლიქტის მხარეებად აღიარების რეკომენდაციას იძლევა ტალიავინის კომისიის დასკვნაც, რომელსაც ორივე მხარე საკუთარი უდანაშაულობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევს, თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებით ეს დოკუმენტი საბოლოო სახით მაინც პოლიტიკურად კორექტული აღმოჩნდა. აღარ უნდა დავუშვათ კონფლიქტის ძალისმიერი გადაჭრის მცდელობა,  თორემ ეს კიდევ უფრო დაგვაშორებს აფხაზებთან. აღარ უნდა დავუშვათ წამოგვაგოს რუსეთმა მსგავს პროვოკაციაზე და აფხაზეთთან ძმათამკვლელ ომში ჩაგვაბავს. არ უნდა გამეორდეს მსგავსი დაპირისპირება, როდესაც რუსეთი ორივე მხარეს–ქართველებსაც და აფხაზებსაც იარაღს აძლევდა იმისთვის, რომ ერთმანეთი დაეხოცათ.  აღარც იმის ილუზიები უნდა არსებობდეს ჩვენში, რომ საერთაშორისო თანადგომა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება მოგვიგვარებს ამ პრობლემას. აქვე დავამატებდი, რომ ამ უკანასკნელთა მუშაობაც ხშირად იზღუდებოდა ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ.

ერთ–ერთი უპირატესობა, რაც გააჩნია საქართველოს აფხაზების გადმობირების მცდელობისას, ეს არის მისი პროდასავლური კურსი. აფხაზები აცნობიერებენ, თუ რა უარყოფითი შედეგები მოუტანა მათ რუსეთთან ურთიერთობამ და ამიტომ მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია ევრო ინტეგრაცია. რუსეთის გავლით ევროპისაკენ გზა არის  ძალიან ვიწრო და თანაც კონტროლირებადი. ამიტომ  საქართველო შეიძლება გახდეს ის ლოკომოტივი, რომელსაც შეუძლია გაიყვანოს აფხაზეთი და სხვა ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკები ცივილიზებული სამყაროსაკენ. მაგრამ ამას სჭირდება გააზრებული სტრატეგია, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს არა აქვს. ეს სტრატეგია უნდა გულისხობდეს მუშაობას როგორც ელიტებთან, ისე ფართო მასებთან.  ამ პროცესს მნიშვნელოვნად აფეხებს ნიშნის მოგებით საუბარი აფხაზებთან, რაც აშკარად გამოჩნდა რამდენიმე კილომეტრში აფხაზეთის საზღვრიდან–განახლებული ანაკლიის გახსნის დროს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს.

2008 წლამდე იყო მოწოდებები, რომ ჩვენ უნდა დავბრუნებულიყავით აფხაზეთში, ოღონდ მცირე სისხლის ფასად. 2008 წლის ომი კი ყველასთვის კარგი მაგალითი აღმოჩნდა, რომ სათავისო დასკვნები გამოეტანათ.  თუმცა,  ომი ჯერ გონებაში და ცნობიერებაში იწყება და მერე რეალურად. წლების წინ ჩვენს შორის დაწყებული ომი, სამწუხაროდ, გრძელდება დღესაც. ომი ოდესმე უნდა დამთავრდეს და ეს თავდაპირველად უნდა დამთავრდეს ჩვენს ცნობიერებაში. ომი უკვე დამარცხებაა.

ალბათ ყველასთვის ნათელია, რომ  საჭიროა ორივე მხრიდან კომპრომისზე წასვლა. ჩვენ მხრიდან შეთავაზებების მაქსიმუმი ესაა: იმ ავტონომიური უფლებების მაქსიმუმი, რაც კი ცნობილია საერთაშორისო სამართალსა და პოლიტიკაში.  ასევე პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნას ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონა გალსა და ოჩამჩირეში, ვიცე–პრეზიდენტის თანამდებობა ვეტოს უფლებითა და დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები. აფხაზები ამ შემოთავაზებაზე არ მოდიან და არცაა გასაკვირი. მათ ხომ ის მიიღეს, რაზეც რამდენიმე წლის წინ ალბათ ვერც იოცნებებდნენ.

დღეს კი ქართული საზოგადოების უმთავრესი გამოწვევა ამ საკითხის მოსაგვარებლად ჩემი აზრით, არის ის, რომ მოახდინოს სახელმწიფოზე ზეწოლა, რათა ხალხიც ჩართული იყოს საგარეო პოლიტიკის წარმართვაში.  თუ საგარეო პოლიტიკას ეროვნული ინტერესები წარმართავს, ეს უკანასკნელი ხომ ხალხიდან უნდა მოდიოდეს?!  ახლა კი ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ამ კონკრეტულ საკითხში ეროვნულ ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის საგარეო პოლიტიკასთან. აფხაზეთის თემა არ უნდა იქცეს „საჯილდაო ქვად“ რუსეთსა და საქართველოს შორის,  რის ხარჯზეც ამ უკანასკნელთა ხელისუფლება თავისი რიტორიკითა და პროპაგანდით შეეცდება ხალხის დარაზმვას გარეშე მტრის, ამ შემთხვევაში ერთმანეთის წინააღმდეგ.

კონფლიქტი, თავისი რთული და კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე, ძალადობის ფორმებიდან საზოგადოებრის ყველა ფენის აქტიური ჩართვის გარეშე. ჩვენ გვჭირდება მრავალდონიანი დიპლომატია, რომელიც პოზიტიურ ზემოქმედებას მოახდენს გახლეჩილ საზოგადოებებზე მშვიდობის მშენებლობის კუთხით. ამ შემთხვევაში კი საჭიროა საზოგადოების, როგორც მთლიანი ორგანული სისტემის თანხმობა და მზაობა ამ საკითხის მიმართ, რადგან მრავალდონიან დიპლომატიაში  შეუძლებელია ისაუბრო რომელიმე დონის წარმატება/წარუმატებლობაზე ცალკეულად, რადგან ზოგადი სურათი არ შეიცვლება, კონფლიქტის ტრანსფორმაცია ვერ მოხდება საზოგადოების ცალკეული ჯგუფების დონეზე.

ასეთი სახით კი, როგორი სურათიც გვაქვს დღეს,  კონფლიქტი რჩება დაკონსერვებული. სამას ათასამდე დევნილი და ლტოლვილი, პარტიზანული მოძრაობა და უმძიმესი კრიმინალური მდგომარეობა აფხაზეთში. ეს ვარიანტის სრულიად მისაღებია რუსეთისთვის, რადგან ეს ერთადერთი ვარიანტია, როცა რუსეთი მთლიანად აკონტროლებს აფხაზეთს და გარკვეულ გავლენას ახდენს საქართველოზე ამ ფორმით.

სტატია გამოქვეყნდა საიტზე: http://socium.ge 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ელენე
2012-03-18 22:29
საინტერესო სტატიაა,ძალიან გულწრფელად აქვს დაწერილი ახალგაზრდა (მომავალ) პოლიტოლოგს. თუმცა შეიძლება შეკამათება მაგრამ საბოლოოდ კარგია ნამვილად! წარმატებები.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC