კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ გურჯაანის ოფისის ხელმძღვანელი კუდ-ის თანამშრომელს ამხელს

19 მარტი, 2012

„ქართული ოცნების“ გურჯაანის ოფისის ხელმძღვანელი აკაკი ბეგაშვილი შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელს შალვა იმერლიშვილს ამხელს. როგორც აკაკი ბეგაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, კუდ-ის თანამშრომელი, პარასკევს, 16 მარტს, მასთან სახლში მივიდა და უთხრა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულიყო.
 
„საღამოს, დაახლოებით 9 საათზე, მე და ჩემი მეუღლე ვიყავით სახლში. მოვიდა შალვა იმერლიშვილი, თავისი მანქანით, თეთრი „ნოლსემით“. საუბარი თითქმის 2 საათს გაგრძელდა. მეუბნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და არ უნდა ვიყო მის კოალიციაში. მე ვუთხარი, რომ ივანიშვილი კი არა, საქართველოს სააკაშვილი უქმნის-მეთქი საფრთხეს. ვერაფერი რომ ვერ მოახერხა, მერე მითხრა: იქნებ ცალკე გავიდეთ, რაღაც მინდა რომ გითხრაო. გარეთ გამოვედით. მეკითხება - შენი შვილი, აქ, ქვემოთ ცხოვრობსო? დიახ, ამავე სოფელში, ქვემოთ ცხოვრობს-მეთქი. მეორე ბიჭი ჯარში გყავსო? დიახ, ჯარშია, კონტრაქტით მსახურობს და რომელიმეს რამე თუ დაუშავდება, პასუხს მოგთხოვ-მეთქი. კიდევ ერთხელ მითხრა - „ქართული ოცნება“ უნდა დატოვოო, რაზეც ისევ უარი მიიღო. არაერთხელ გამიმეორა, რომ მისი ვიზიტი მისივე ხელმძღვანელების დავალება იყო და რადგან მას არ დავთანხმდი, თავად ხელმძღვანელებთან მომიწევდა დალაპარაკება. ამის შემდეგ წავიდა“, - განაცხადა აკაკი ბეგაშვილმა.

ვიდეო

ახალი ამბები