03:23, Wednesday, 24.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„სტუდენტები თვითმმართველობის წინააღმდეგ“

05.04.2012

თამთა ბელიაშვილი http://humanrightshousetbilisi.wordpress.com

3 აპრილს კაფე Althaus-ში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო ფილმის - „სტუდენტები თვითმმართველობის წინააღმდეგ“ ჩვენება და დისკუსია გაიმართა. ფილმის ჩვენებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და ასევე, სტუდენტური მოძრაობა „ლაბორატორია 1918“-ის წევრები ესწრებოდნენ.

ფილმის ავტორია ჟურნალისტი სალომე ცეცხლაძე, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თემით დაინტერესდა.

ფილმში ყურადღება გამახვილებულია იმ პრობლემებსა და კონფლიქტებზე, რაც თსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობასა და სტუდენტებს შორის არსებობს. სტუდენტებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სტუდენტური თვითმმართველობისთვის გამოყოფილი ფინანსების უმიზნო ხარჯვა. თსუ-ს სტუდენტები უკმაყოფილებას გამოხატავენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მათი საჭიროებების მიხედვით არ იხარჯება და ძირითადად კონცერტებისა თუ სხვა გასართობი ღონისძიებების მოწყობას ხმარდება.

ფილმში, აგრეთვე, გამოთქმულია ეჭვი, რომ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები და სხვა ღონისძიებები შესაძლოა, „ჩაწყობით“ (პროტექციით) ხორციელდებოდეს და ასეთ პროგრამებში მონაწილეობისას თვითმმართველობის წევრები და მათი მეგობრები პრივილეგირებულები იყვნენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სხვადასხვა სახის პრობლემები და მოთხოვნები აქვთ, რომლებიც პროტესტისა თუ მიმართვის მიუხედავად, არ კმაყოფილდება - სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე თარგმნა, უცხო ენის სათანადო სწავლება, შემეცნებითი ექსკურსიები, ღონისძიებები და ა.შ.

სალომე ცეცხლაძის ფილმში ასევე ნაჩვენები იყო თვითმმართველობის წევრების მხრიდან საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებიც.

ჩვენების დასრულების შემდეგ, სალომე ცეცხლაძემ ისაუბრა იმ წინაღობებზე, რასაც გადამღები ჯგუფი წააწყდა ფილმის შექმნის დროს. კერძოდ, „მონიტორს“ პრობლემა შეექმნა საჯარო ინფორმაციის მიღებისას. ჟურნალისტმა ვერ მიიღო საკმარისი ცნობები ფინანსების შესახებ, რათა უფრო სიღრმისეულად გაეშუქებინა საკითხი, თუ რაში ხარჯავს სტუდენტური თვითმმართველობა გამოყოფილ თანხებს. 

„ეს ფილმი შეიქმნა გასულ წელს, მაგრამ ახლაც აქტუალურია, რადგან სტუდენტებსა და თვითმმართველობას შორის კონფლიქტი კვლავ აქტუალურია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ცემეს სტუდენტები, რომლებმაც ამაში თვითმმართველობას დასდეს ბრალი. ჩვენ ამ კონფლიქტის მიზეზების გარდა, ასევე გვაინტერესებდა, რას აკეთებს სტუდენტური თვითმმართველობა, როგორ ახერხებენ სტუდენტური თვითმმართველობების ლიდერები შემდგომ მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე მოხვედრას. ფილმში ასევე საუბარია, რას აკეთებენ თვითმმართველობები იმისათვის, რომ გააუმჯობესონ უმაღლესებში სწავლის ხარისხი. აღმოჩნდა, რომ თანხის დიდი ნაწილი იხარჯება გასართობ და სპორტულ ღონისძიებებში, მაშინ, როდესაც სტუდენტებს არა აქვთ წიგნები“.

ლაბორატორია 1918-ის წევრის, ანი ჭანკოტაძის თქმით, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ წარმოდგენილი ფილმი კარგად აჩვენებს ნამდვილ სურათს, თუ რა ხდება უნივერსიტეტებში, ასევე - იმ გაუგებრობას, რაშიც სტუდენტები ცხოვრობენ: „ფილმი ასევე ასახავს, რომ ჩვენ იარაღაყრილები ვართ ჩვენი უფლებების დაცვისათვის ბრძოლაში. სტუდენტებში არის შიში, რომ თუკი იბრძოლებენ მიზნის მისაღწევად და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მათ ვიღაც ხელზე „მოარტყამს.“ მაგრამ თუ არა ისინი, სხვა ვინ დაიცავს სტუდენტების უფლებებს?“ 

დისკუსიისას სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და ის მეთოდები, რითაც შესაძლებელია მათი უფლებების დაცვა და მოთხოვნების დაკმაყოფილება. 

ორიგინალი


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC