კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მომავალი ბრაიტონის კონფერენციაზე გადაწყდება

17 აპრილი, 2012

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ ეხმაურება „ამნესტი ინტერნეშენალ“-ის მიმართვას ევროსასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით

ამჟამად სტრასბურგში აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბრაიტონის დეკლარაციის სამუშაო ვერსიაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მომავალს განსაზღვრავს. საკითხი შეეხება ევროსასამართლოს რეფორმას, რათა დაჩქარდეს კონკრეტულ საქმეთა გადაწყვეტა და ჯეროვნად მოხდეს მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება. დეკლარაციის მიღება მოხდება 18-20 აპრილს დაგეგმილ კოფერენციაზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის ქმედუნარიანობისათვის აუცილებელია სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისი აღსრულება და კონვენციის ადგილობრივ, ეროვნულ დონეზე ეფექტური დანერგვა. ბრაიტონის მოლაპარაკებების დროს ამ კუთხით გაკეთებული მთელი რიგი შემოთავაზებები მოსაწონი და მხარდასაჭერია.

თუმცა, რამდენიმე შემოთავაზება სერიოზულ ზიანს მიაყენებს სასამართლოს უფლებამოსილებას და მის უნარს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ქმედითი დაცვა.

ესენია:

• დამატებითი დასაშვებობის მოთხოვნების შემოღება ისეთი ტიპის საქმეებზე, რომელთა შემთხვევაშიც ეროვნული სასამართლოები ითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციით გაცხადებულ უფლებებს. დამატებითი დასაშვებობის კრიტერიუმები ცალსახად ზღუდავს სასამართლოს იურისდიქციას.

• გარკვეული სამართლებრივი განმარტების პრინციპების კოდიფიცირების საკითხი, როგორიცაა სასამართლოს მიხედულების თავისუფლების ზღვარი და სუბსიდიარობის პრინციპი. ეს ცვლილებები რისკის ქვეშ აყენებს სასამართლოს როლს, როგორც ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტური დამცველისა. კერძოდ შეხედულების თავისუფლების დოქტრინა სხვა სამართლებრივი განმარტების მნიშვნელოვან პრინციპებთან ერთად განავითარა სასამართლომ და მათი არსებობა აუცილებელია, რათა სასამართლოს შეეძლოს ცვალებად გარემოებებთან და სოციალურ ცვლილებებთან ადაპტირება.

არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უერთდება “ამნესტი ინტერნეშენალ“-ის მიმართვას და მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, დაიცვან ევროპული სასამართლოს უფლებამოსილება და მთლიანობა, და შეუერთდნენ საპროტესტო განაცხადს, რათა სასამართლო დარჩეს ხელმისაწვდომი უფლებადარღვეული ყველა ადამიანისათვის. საპროტესტო მიმართვა უნდა გაეგზავნოს მთავრობებს, მათ შორის - საქართველოს მთავრობას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ევროსასამართლოს რეფორმას შეეხება, არ იქცეს დამატებით ბარიერად სასამართლოს მისაწვდომობის თვალსაზრისით და სასამართლო კვლავინდებურად დარჩეს დარღვეულ უფლებათა დაცვის ქმედით საშუალებად.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
ორგანიზაციის “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ Facebook გვერდზე - https://www.facebook.com/HumanRightsPriority

P.S. ადამიანის უფლებათა ცენტრი უერთდება „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ მიმართვას და იზიარებს წინამდებარე დოკუმენტში გამოთქმულ მოსაზრებებს.

ახალი ამბები