12:29, Saturday, 23.08.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რა მიზნით იქმნება „ნებაყოფლობითი რეზერვი“?

18.04.2012

ზურაბ ვარდიაშვილი, ლიბერალი

სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის ცენტრში შეკრებილი რამდენიმე ათეული მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების სტუმრობას დილიდან ელოდა. ისინი წინასწარ გააფრთხილეს, რომ სამხედროები ნებაყოფლობითი რეზერვის, ე.წ „სახალხო ლაშქრის“ შესავსებად მოხალისეებს ეძებდნენ. მოსახლეობა საგანგებოდ გამოგზავნილმა ანაგელმა სამხედრო მოსამსახურეებმა შეკრიბეს. ისინი ხალხის არცთუ დიდი რაოდენობით უკმაყოფილონი ჩანდნენ.

თავდაცვის სამინიტროს წარმომადგენლები მუქი ფერის, პიკაპის ტიპის ავტომანქანით მოვიდნენ. შეხვედრა სოფელ ანაგის საჯარო სკოლის ერთ-ერთ საკლასო ოთახში გაიმართა. მას სოფლis გამგებელი და სკოლის დირექტორიც ეწრებოდნენ.

„გამარჯობა ბატონებო, მე არჩილ ყორღანაშვილი ვარ და მსურს აგიხსნათ, რა არის ნებაყოფლობითი რეზერვი“, - დაიწყო ერთ-ერთმა სამხედრომ. თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსი, მაიორი ყორღანაშვილი მოსახლეობას თითქმის ერთი საათის განმავლობაში არწმუნებდა, რომ სპეციალურ სიაში ჩაწერილიყვნენ და შვიდდღიანი წრთვნა გაევლოთ.

მაიორი თავდაპირველად პოლიტიკურ ასპექტებს შეეხო: „ტელევიზიაში ბევრი მითქმა-მოთქმაა ატეხილი“, - განაცხადა მან - „პოლიტიკოსები რაღაცებს ლაპარაკობენ... არანაირი ბანდფორმირებები არ იქმნება. არავის ძალას არ ვატანთ. არანაირი არჩევნებისთვის არ ვემზადებით... ამ პროგრამას მეორე სახელიც აქვს - „დაიცავი სახლი შენი“. ისე იქნება, როგორც 1991-1992 წლებში. როცა, ზოგს ფილთა თოფი ჰქონდა, ზოგს ცოტა უკეთესი იარაღი. ახლა იარაღს ჩვენ მოგცემთ. ოღონდ - ომის შემთხვევაში, მანამდე კი შენახული და თქვენზე გაფორმებული იქნება“.

ყორღანაშვილის თქმით, შეკრება ნებაყოფლობითია: „დღეს არ გცალიათ? ხვალ წადით! არც ხვალ გცალიათ? ერთი თვის შემდეგ წადით! შეკრება ან თელავში იქნება, ან ვაზიანში“

მაიორმა ყურადღება საქართველოს წინაშე არსებულ სამხედრო საფრთხეებზე გაამახვილა: „ძირითადი პრობლემები რუსეთთან გვაქვს, მაგრამ თუ მხოლოდ მათზე ვიფიქრებთ, არასწორი იქნება. 2001 წელს პანკისში ჩეჩნები გადმოვიდნენ და ამას რუსეთიდან ჩვენი ტერიტორიების დაბომბვა მოჰყვა. უნდა გვახსოვდეს 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს სამი წელი, როცა პირველად სომხეთმა შემოგვიტია. ჩვენი ეს მეზობელი აღმოსავლეთ საქართველოს დიდი არმენიის საკუთრებად მიიჩნევს და გამორიცხული არაა - თუ დავსუსტდებით - ომი გაღვივდეს. აზერბაიჯანთან ახლაც გაურკვეველი საზღვრები გვაქვს, ყველანაირი კარგი მეზობელი შეიძლება შემოგვიტრიალდეს და ომი დაიწყოს. ან სხვა სახის პროვოკაციები განხორციელდეს. ძალიან სერიოზულია ირანის მდგომარეობა: მას ამერიკასა და ევროპასთან ურთიერთობა განსაკუთრებით დაეძაბა, და ომის მაღალი რისკი არსებობს. რუსეთს სომხეთში დიდი ბაზა აქვს, რომელიც ირანიდან მარაგდება. სხვა საჰაერო და სახმელეთო გზა არ გააჩნია. ირანის ომში ჩართვის შემთხვევაში, ეს მომარაგება გაჩერდება. რუსეთი ეცდება, რომ ბაზა უყურადღებოდ არ დატოვოს. თურქეთსაც არანაირი ურთიერთობა არ აქვს სომხეთთან. რუსეთს ერთადერთ გზად საქართველო რჩება და ის, სავარაუდოდ, ომს დაიწყებს“.

შვიდღიანი წრთვნა ერთჯერადი იქნება. პირველ დღეს ჯარისკაცებს ბაზაზე დააბინავებენ, მეორე და მესამე დღე „თეორიულ-სახელმწიფოებრივ“ მომზადებას დაეთმობა, რაც ისტორიკოს სიმონ მასხარაშვილის ლექციებს გულისხმობს. რეზერვისტები სამი დღის განმავლობაში იარაღის ხმარებას და პრაქტიკულ სროლას დაეუფლებიან, მეშვიდე დღეს კი ოჯახებში დაბრუნდებიან.

დანარჩენი წრთვნა უშუალოდ ადგილებზე ჩატარდება. სამინისტროს სპეციალისტები ტერიტორიებს შეისწავლიან და სოფლების თავდაცვის გეგმას შეიმუშავებენ, ადგილობრივი წრთვნები წელიწადში ორჯერ ჩატარდება.

სამხედროების თქმით, სოფლებში მედიკამენტებისა და საკვების მარაგები შეიქმნება და ხელუხლებელად შეინახება, რათა კატასტროფის, კატაკლიზმის თუ ომის შემთხვევაში რეგიონები თბილისზე თუ სხვა ქალაქებზე დამოკიდებული არ იყვნენ.

როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, კახეთი პირველი რეგიონი არ არის, სადაც „ნებაყოფილობითი რეზერვისთვის“ მოხალისეებს კრებენ.  პირველად იყო სამეგრელო, მერე შიდა ქართლი. სამეგრელოში ერთი ამბავი ატყდა, რომ ყაჩაღებს აიარაღებენო. პრიორიტეტები იმის მიხედვით განისაზღვრა, საიდანაც რეალურ საფრთხეს ველოდებით“.

სამხედროები იმედოვნებენ, რომ ყველა სოფელში თითო ასეულის ზომის (ზოგან დიდი, ზოგან უფრო მცირე) რეზერვისტთა დაჯგუფება შეიქმნება. „ამის შემდეგ რუსიც კი სხვანაირად იფიქრებს. ახლა ის 40 000-იან ჯართან ომს ვარაუდობს, და მოგეხსენებათ, 40 000 ის მოკვლას და განადგურებას არაფერი უნდა. მთელ მოსახლეობასთან ბრძოლას კი ვერც რუსი გაბედავს და ვერც სხვა ვინმე“, - განაცხადა სამინისტროს მეორე წარმომადგენელმა ილია ხალვაშმა.

პროგრამა 18-დან 60 წლამდე მამაკაცების გაწვევას გულისხმობს, თუმცა სამხედოებმა სიამაყით გვიჩვენეს 76 და 77 წლის მოხუცების ვიდეოკადრები, რომელთაც ხელში კალაშნიკოვის ტიპის ავტომატები ეჭირათ. „მთავარია, სიარული შეძლოს, მათ არავინ არბენინებს, და ზედმეტად არ დატვირთავს. ეს შვიდდღიანი შეკრება არმიულ დისციპლინასთან მიმსგავსებულიც არ არის“.

შვიდდღიან რეზერვში პოლიციელები და სამხედრო მოსამსახურეები ვერ გაწევრიანდებიან, „რადგან მათ თავიაანთი დანიშნულება აქვთ“. სიაში ჩაწერა ეკრძალებათ გამგეობის თანამშრომლებსაც, „რათა დაგარწმუნოთ, ეს პოლიტიკური ამბავი არ არის“. რეზერვში არ მიიღებენ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირებს. „აქ ითვლება მხოლოდ ყაჩაღობა და მკვლელობა. დანარჩენი - ქურდობა, ძარცვა და ა.შ პრობლემა არ არის“, - ამბობს მაიორი ყორღანაშვილი, - „ვინც პრობაციონერია და პერიოდულად ხელის მოსაწერად დადის, წავიყვანთ, დაველოდებით, რაც საჭიროა გააკეთებს და უკან, ბაზაზე დავაბრუნებთ. ფიზიკურ ჯანმრთელობას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, ავტომატის ხელში დაჭერა და სროლა უნდა შეეძლოს“.

შვიდდღიან რეზერვისტებს 45-დღიანი რეზერვის ვალდებულება მოეხსნებათ. ნებაყოფლობითი რეზერვი წვევამდელებს სავალდებულო გამოძახებისგან არ ათავისუფლებს.

სამხედროები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ რეზერვისტებს 7 დღის განმავლობაში დიდი დატვირთვა არ ექნებათ: 6 საათის მერე მხოლოდ დალევა და ჩხუბია აკრძალული. გინდა ნარდი ითამაშეთ, გინდა - კარტი, გინდა - დომინო, ან კალათბურთი. ბურთი არა გაქვთ? მოგიტანენ! სხვათა შორის, ამას წინათ გორელ რეზერვისტებს კარტი თავდაცვის მინისტრმაც ეთამაშა. თუ სოფლები ერთმანეთს რაიმე სპორტში შეეჯიბრებიან გამარჯვებულები თასით დაჯილდოვდებიან, საუკეთესო მსროლელები კი - გერბერის დანით“.

თავდაცვის სამინიტროს წარმომადგენლებმა მომავალ რეზერვისტებთან ქართული ჟავშანტექნიკის ღირსებებზეც ისაუბრეს, „დიდგორი“ და „ლაზიკა“ შეაქეს. ამ უკანასკნელზე განაცხადეს, რომ რუსულ ბე ემ პე ე ძლიერია.

სამხედროები უკმაყოფილებას იმ ფაქტის გამო გამოთქვამდნენ, რომ თურმე „სტატისტიკურად 100 კაციდან რეზერვში ჩაეწერაზე თანახმა მხოლოდ შვიდია. ეს სამარცხვინოა“, - აღნიშნა ილია ხალვაშმა.

„რუსეთთან სრულმაშსტაბიანი ომის შემთხვევაში, თუნდაც ამ რეზერვით, წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია?“ - ამ კითხვას სამხედროებმა დადებითად უპასუხეს.

ისინი აღშფოთებულნი იყვნენ საქართველოს მოსახლეობის „არამხედრული“ სულისკვეთებით: „არავინ გთხოვთ, რომ ტანკს შეუვარდეთ. საუბარი იმაზეა, რომ აქ სოფელში სად რა ბილიკია, ჩვენზე უკეთ ეს თქვენ იცით. ვთქვათ, ქართული არმიის ნაწილები შემოვიდნენ. თქვენ დახვდებით და გაუძღვებით, გზას ასწავლით. და ისე არ უნდა ქნათ, რომ მტერს ცხვარი დაუკლათ. შეიძლება დაგავალონ, რომ დაუკალით და მოწამლეთო, მაგრამ ეს სხვა საქმეა.

კასპში, მაგალითად, რუსებს თან გადაყვნენ. სამეგრელოში ერთმა დეგენერატმა რუსის ტანკს უყარაულა. ეს ტანკი გაფუჭდა. ამ მეგრელს უთხრეს, მოდი, უყარაულე, წავალთ, ჩვენებს მოვიყვანთო. მოიყვანეს და გაათრიეს ტანკი. არადა, ერთი ლიტრი ბენზინი არ ქონდა?! ჩაეგდო რამე და დაეწვა. ამ დროს კი იმაზე ვლაპარაკობთ, რომ ჯარი რატომ არ აკეთებს თავის საქმეს, რატომ გამოიქცა ბრძოლიდანო. მხოლოდ სადღეგრძელოებში ვართ მაგრები!“

თავდაცვის სამინიტროს წარმომადგენლებმა აგვისტოს ომიც გაიხსენეს, და აღნიშნეს, რომ იქ „სამარცხვინო რამეები მოხდა“ და ზოგი ჯარისკაცი გაიქცა. „ასეთი ჯარისკაცი სოფელმა კი არ უნდა მიიღოს, არამედ, როგორც მოღალატე, უნდა ჩაქოლოს“, - განაცხადეს მათ.

შეხვედრის ბოლოს მოსახლეობას აუდიო დისკები დაურიგდა, სადაც პატრიოტული სიმღერები იყო თავმოყრილი. საქართველოს ეროვნული ჰიმნი, „ფსოუს წყალი“, „გამარჯობა აფხაზეთო შენი“, „კოკოითი ფანდარასტ“ -  სიმღერებით რეზერვისტებმა საბრძოლო სულისკვეთება უნდა აიმაღლონ.

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC