კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე მიწები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება

18 აპრილი, 2012

ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე მიწები  ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „საგადასახადო კოდექსში“ შედის.

კანონპროექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება პირის მფლობელობაში თუ საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული გარემოებები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით უნდა დადასტურდეს, ხოლო ამ შეღავათით სარგებლობის წესს, კანონის ამოქმედების შემდეგ ფინანასთა მინისტრი განსაზღვრავს.

კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა. პარლამენტს მისი განხილვა ჯერ არ დაუწყია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები