კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გერმანია საქართველოში არჩევნების მხარდაჭერისთვის 52 000 ევროს გამოყოფს

3 მაისი, 2012

გერმანია საქართველოში დაგეგმილი მომავალი არჩევნების მხარდაჭერისთვის 52 000 ევროს გამოყოფს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს, გერმანიას თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში მომავალი არჩევნების მხარდაჭერის პროგრამაში, რომელსაც ევროსაბჭო ახორციელებს.

გერმანია 52 000 ევროს ოდენობის თანხით, საკუთარი სურვილით მხარს უჭერს ევროსაბჭოს პროგრამას, რომლის მიზანია საქართველოში მომავალი საპარლამენტო (2012), საპრეზიდენტო (2013) და ადგილობრივი (2014) არჩევნების ხელშეწყობა.

გერმანიის მიერ გამოყოფილი თანხა მოხმარდება პირველ რიგში იმ ამომრჩეველთა ინფორმირების ღონისძიებებს, რომლებიც პირველად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში.

"ევროსაბჭოს ეს პროგრამა გათვლილია არჩევნებში პირველად მონაწილე ამომრჩევლების მაღალ აქტიურობაზე. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებებისადმი შეგნება აამაღლოს და მათი აქტიურობა გააძლიეროს. ამ დახმარებით გერმანიას თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანთა უფლებების კონსოლიდაციის საქმეში", - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ევროსაბჭოში, იულიუს გეორგ ლუიმ ევროსაბჭოს პროგრამის დირექტორ, გაბრიელა ბატაინი-დრაგონისთან ერთად სტრასბურგში, თანხის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები