16:24, Friday, 28.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თამარ კინწურაშვილი - ოს დევნილებს კომისიის შექმნამდეც შეუძლიათ დაბრუნება

04.05.2012

თეა თოფურია, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

რესტიტუციის შესახებ კანონის არსებობის მიუხედავად, ოსი ლტოლვილების დაბრუნების და მათი საკუთრების აღდგენის პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა. ექსპერტი ზურაბ ბენდიანაშვილი კანონს მკვდრადშობილს უწოდებს.

1990 წელს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა, რაც ცხინვალში სამხედრო დაპირისპირებების მიზეზი გახდა. პარალელურად დაიწყო ეთნიკური ოსების შევიწროვება საქართველოს ტერიტორიაზე.
 
ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია „დევნილთა უფლებებისათვის:“ „უკონტროლო სიტუაცია შეიქმნა. ოსებს სხვადასხვა ფორმირებები დევნიდნენ. ისინი გამსახურდიას სახელით მოქმედებდნენ, თუმცა, რეალურად მისგან მოდიოდა დავალება თუ საკუთარი ინიციატივით სურდათ ქონების დაპატრონება, გაუგებარია. თბილისშიც იყო ფაქტები, როდესაც ოსებს ბინებს ართმევდნენ. სწორედ ამ პერიოდში დატოვა ოსების ნაწილმა საქართველო“.
 
2006 წელს საქართველომ მიიღო კანონი რესტიტუციის შესახებ, რომელიც დევნილი ოსების მათსავე საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებას ითვალსიწინებს. კანონის შექმნა ევროსაბჭოს წინაშე აღებულმა ვალდებულებამ განაპირობა. ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ კანონი მკვდრადშობილი იყო, რადგან არანაირ კვლევას არ ემყარებოდა. ამასთან, კანონი ითვალისწინებდა ორმხრივი კომისიის შექმნას, რომლის წევრებიც, ქართულ-ოსური მხარეების გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იქნებოდნენ. კომისია არ შექმნილა.
 
ზურაბ ბენდიანიშვილი: „დევნილების რაოდენობაც არ ვიცით. ბევრი ეთნიკურად ოსი ადამიანი საქართველოდან უბრალოდ სიდუხჭირის გამო გავიდა. მათ დაბრუნებაზე პრეტენზია რომ განაცხადონ, როგორ უნდა გადავამოწმოთ. გარდა ამისა, გაუგებარია, თუ ვინ უნდა წარმოადგინოს ოსური მხარე, არაღიარებულმა ხელისუფლებამ, არასამთავრობო სექტორმა თუ ვინ. თავდაპირველად იყო შეხვედრები, მაგრამ მერე ისევ საომარი მოქმედებები დაიწყო, ამას 2008 წლის ომიც მოჰყვა და ეს პროცესი საბოლოოდ შეჩერდა“.
 
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ რესტიტუციის შესახებ კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ დევნილ მოსახლეობას საშუალება მისცა დაბრუნებულიყო. შესაბამისი ფინანსები უნდა გამოყოფილიყო, როგორც სახელწიფო ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც, დახმარების სახით. ოსური მხარე მოლაპარაკებებზე არ წამოვიდა, რის გამოც ვერც კომისიის ჩამოყალიბება მოხერხდა.
 
თამარ კინწურაშვილი: „მოლაპარაკებებში ჩართული იყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოებაც. მაგრამ, მათ ამ პროცეში მონაწილეობა არ მოისურვეს. ისინი არ არიან თავიანთ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები და ეს ალბათ ამითაც აიხსნება.

არ მიმაჩნია, რომ კანონი არ მოქმედებს. ჯერ კიდევ 2004 წელს, სანამ ეს კანონი გამოვიდოდა, პრეზიდენტის დადგენილებით ბაკურიანში 26 ოჯახი ჩამოასახლეს. მათ შეუძინეს სახლები, საქონელი. შემდეგ კიდევ 40-მდე ოჯახს მიეცა შესაძლებლობა, დაბრუნებულიყო“.
 
თამარ კინწურაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ 2009 წლიდან ეთნიკურ უმცირესობებს შესაძლებლობა მიეცათ, კვოტებით ჩარიცხულიყვნენ უმაღლეს სასწავლებლებში. 2010 წელს აზერბაიჯანელებსა და სომხებს მიეცათ საშუალება, მშობლიურ ენაზე ჩაებარებინათ გამოცდა უნარ-ჩვევებში, უშუალოდ სწავლის დაწყებამდე კი გაეარათ ქართულენოვანი მოსამზადებელი პროგრამა. 2011 წელს ეს ცვლილება აფხაზი აბიტურიენტებისთვის ამოქმედდა, წელს კი ოს აბიტურიენტებსაც შეეხებათ.
 
თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ ოსი დევნილების რაოდენობა ვენეციის კომისიის დასკვნების საფუძველზე დგინდება, რომლის მიხედვითაც, დაპირისპირებების შედეგად, დევნილი გახდა 68 000 ეთნიკური ოსი და 10 000 ეთნიკური ქართველი. მისივე თქმით, დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკები ოსების რესტიტუციასთან  დაკავშირებით, თუმცა, გაურკვეველია, რა ეტაპზეა პროცესი და რა კონკრეულ შედეგებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში.
 
თამარ კინწურაშვილი: „ეს კანონი ისევ ძალაშია და იმედია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც მედიაციის თვალსაზრისით უფრო მეტი აქტიურობა იქნება, რათა უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდეს“.
 
მისივე თქმით, სურვილის შემთხვევაში ოს დევნილებს კომისიის შექმნამდეც შეუძლიათ დაბრუნება: „არსებობს სხვადასხვა ინსტიტუტები, სადაც ამ საკითხის მოგვარება იქნება შესაძლებელი“.
 
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რას შესთავაზებს ქართული მხარე ოსურს, კომპენსაციას, არსებული სახლის გარემონტებას თუ ახლის აშენებას. ამ ნიუანსებს კანონი არ არეგულირებს. მსგავსი საკითხები იმ კომისიას უნდა გადაეწყვიტა, რომელიც არ შეიქმნა. თავის მხრივ, ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში უპირატესობა მაინც მოსახლეობის დაბრუნებას უნდა მიენიჭოს და არა კომპენსაციას, რადგან რეალურად დევნილების უმეტესობა სწორედ კომპენსაციის აღებას მოინდომებს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა ბრძოლა ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC