01:08, Sunday, 26.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„რეზონანსის“ ჟურნალისტის დაკითხვას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი დაესწრო

08.05.2012

თამთა ბელიაშვილი

შსს-ს მცხეთის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება დაიწყო გაზეთ „რეზონანსის“ და მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტზე მარი ოთარაშვილზე ზეწოლის ფაქტზე. ჟურნალისტის დაკითხვას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი, ნინო ანდრიაშვილი დაესწრო. საქმე სსკ-ის 151-ე მუხლით არის აღძრული (მუქარა).
 
როგორც ცნობილია, მარი ოთარაშვილმა შპს „ინტერპლასტის“ საამქროს უფროსის მიშა ბერიანიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას 2012 წლის 23 მარტს მიმართა. შპს „ინტერპლასტის“ მფლობელები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და მისი ძმა იაგო ჩოჩელი არიან. აღნიშნული საწარმოს საამქროს უფროსმა მიშა ბერიანიძემ, 20 მარტს, მარი ოთარაშვილს ტელეფონზე დაურეკა და დაემუქრა. მისი მხრიდან ჟურნალისტის მიმართ მუქარას მანამდეც ჰქონდა ადგილი.
 
„2012 წლის 16 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში „წინასაარჩევნო ციებ - ცხელება ახალგორში“, სტატიის ე.წ. ბეგ-რაუნდში აღინიშნა: - „შარშან დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები ახალგორში ცხინვალის დე ფაქტო ვიცე მერმა - ალან კოტაევმა მოიგო, რომელსაც აგიტაციას, როგორც ადგილობრივები და ასევე დე ფაქტო ჩინოვნიკები ამბობდნენ, წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორთან ცეზარ ჩოჩელთან დაახლოებული პირი მიშა ბერიანიძე უწევდა. თავად ბერიანიძე კი ამას კატეგორიულად უარყოფდა. 20 მარტს მიშა ბერიანიძემ დამირეკა და კვლავ ყვირილით მითხრა: - „რაზე წერ ჩემზე, გამაგებინე! ვინ გაძლევს ინფორმაციას, მითხარი! მიცნობ, გიცნობ, რა გინდა? ან ვინ რას გეუბნება, მე იმის დედის ... გამაგებინე, რა გინდა, გამაგებინე! მაინც და მაინც უნდა გნახო სადმე და გხიო?! მე ... შენი ...“ რა თქმა უნდა შეშინებულმა ტელეფონი გავუთიშე. მის ზარებს აღარ ვუპასუხე. შემდეგ მიშა ბერიანიძემ სხვა ტელეფონის ნომრიდან დამირეკა და კვლავ გააგრძელა: - „რაზე გამითიშე ტელეფონი?! ცეზარამ ..... მე ვარ ცეზარას მარჯვენა ხელი? მელაპარაკე ერთი რა გინდა?! ვინ გაძალებს მაგას, რასაც წერ?! როგორ არ უნდა გითხრა შე დედა.... მთელი „რეზონანსის“ დედაც ... დედა უნდა მოგ... ახალგორშიც და წეროვანშიც. შენ იცოდე, დედა გაქვს ... !“, - აღნიშნავს მარი ოთარაშვილი საჩივარში.
 
შპს „ინტერპლასტის“ საამქროს უფროსმა მიშა ბერიანიძემ ჟურნალისტის მიმართ მუქარა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარშიც განახორციელა: „არა, არა და არა. აი, ძმაო, კაცურად, ამის დედა ვატირე, მაგ.... ჯერ რაღაცა დაწერა ადრე, ახლა კიდე, რატომ მიქმნით პრობლემებს, რა გინდათ? დევნილი ვარ, არ მაინტერესებს პოლიტიკა, თქვენმა პოლიტიკამ მაქცია დევნილად... მე მაგათი დედა მოვ... იქიდან გამომაქციეთ, წეროვანში ვარ, აქაც არ მასვენებთ. შემეშვით რა საერთოდ, ამის დედა ვატირე. ვინმეს რამე უნდა დავუშავო, რომ შემეშვათ? რა უფლება გაქვთ ჩემზე რომ წერთ? მეკითხებით რამეს? უნდა ჩამომიყვანოთ და ცხოვრება გაგიმწაროთ? ცხვირ - პირი უნდა დავუნგრიო თავი რომ დამანებოს?“, - განაცხადა ბერიანიძემ.
 
სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას შს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებელი გიორგი შახულიშვილი აწარმოებს. გამოძიებამ უკვე დაკითხა მიშა ბერიანიძე, რომელიც ჟურნალისტის მიმართ მუქარას უარყოფს. მარი ოთარაშვილს სამართლებრივ დახმარებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევს. ჟურნალისტს ასევე იცავს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ანდრიაშვილი კიდევ ერთ მსგავს საქმეზე. 

ჟურნალისტზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტი პირველი არ ყოფილა. გასულ წელს მარი ოთარაშვილს ახალგორის რაიონის ლეგიტიმური გამგებელი ზურაბ ფიცხელაური „მაკომპრომატირებელი ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა“, თუკი მასზე წერას არ შეწყვეტდა. გამგებლის უკმაყოფილება ჟურნალისტის მოღვაწეობამ გამოიწვია. ზურაბ ფიცხელაურს აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ მარიამ ოთარაშვილი ახალგორში არსებულ სიტუაციას მისთვის არასასურველ კონტექსტში აშუქებდა. გამგებელი, ფაქტობრივად, შანტაჟის მეშვეობით შეეცადა ჯურნალისტის საქმიანობაში უხეშად ჩარეულიყო.

2011 წლის 1 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრში ამ საქმის გარშემო პრესკონფერენცია გაიმართა. საქმე აღძრულია სსკ 154-ე მუხლის მიხედვით. თუმცა, ნინო ანდრიაშვილის თქმით, თითქმის ერთი წელია, გამოძიება მიმდინარეობს და არანაირი წინსვლა არ არის. ჟურნალისტის ადვოკატს გადაწყვეტილი აქვს სარჩელის ევროსასამართლოში შეტანა, რადგან მისი განცხადებით, ახალგორის გამგებელს პასუხს არ აგებინებენ, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისა.

რამდენიმე დღის წინ მარი ოთარაშვილს მცხეთის რაიონის სამმართველოდან დაურეკეს და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება თხოვეს. ნინო ანდრიაშვილის თქმით, იმავე დღეებში ისიც რეკავდა პროკურატურაში, რათა გაეგო, რა ხდებოდა ზურაბ ფიცხელაურის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით. ვინაიდან, ახალგორის რაიონის გამგებლის საქმეს მცხეთის პროკურატურა იძიებს და სატელეფონო ზარშიც „მცხეთა“ იყო ნახსენები, მარი ოთარაშვილმა ივარაუდა, რომ სწორედ გამგებლის წინააღმდეგ აღძრულ  საქმეზე იბარებდნენ და გახარებულმა, მის ადვოკატს, ნინო ანდრიაშვილს დაურეკა და დაკითხვაზე დასწრება სთხოვა. მცხეთაში ჩასვლის შემდეგ კი გაირკვა, რომ სამმართველოში გამოძახების მიზეზი „ინტერპლასტის“ საამქროს უფროსის მიშა ბერიანიძის წინააღმდეგ აღძრული საქმე ყოფილა, რაზეც მარი ოთარაშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი იცავს. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მისთვის ამ საქმის დაწყებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა და ადვოკატის გარეშე მისცემდა ჩვენებას. თავის მხრივ, ნინო ანდრიაშვილმა გადაწყვიტა, არ დაეტოვებინა იგი ადვოკატის მეთვალყურეობის გარეშე და დაკითხვას ისიც დაესწრო.

სამომავლოდ ამ კონკრეტულ საქმეზე მარი ოთარაშვილის ინტერესების დაცვას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გააგრძელებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი კი იმედოვნებს, რომ გამოძიება მალე დასრულდება და მცხეთის მუნიციპალიტეტის შს სამმართველო მიხეილ ბერიანიძეს ჟურნალისტზე მუქარისათვის კანონის მოთხოვნის შესაბამისად დასჯის.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC