20:29, Friday, 25.07.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორები გადაცემაში „მედიამონიტორი“

15.05.2012

Humanrights.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორებმა - ალეკო ცქიტიშვილმა და შორენა ლათათიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მედიამონიტორში“ მედიაში მართლმსაჯულებისა და გარემოს დაცვის თემების გაშუქების მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრეს.

მედიაში მართლმსაჯულებისა და გარემოს დაცვის თემების გაშუქების მონიტორინგი ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2011 წლის მაისი-დეკემბრის პერიოდში ჩაატარა. მონიტორინგისთვის შეირჩა გაზეთები „ალია“, „რეზონანსი“, „ახალი თაობა“. ტელევიზიებიდან კი - „საზოგადოებრივი მაუწყებლის” დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ (20:00 სთ).

კვლევა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს განვითარების პროგრამის მედიის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. შემაჯამებელი ანგარიშები უკვე გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ცენტრის პორტალზე: humanrights.ge .(იხ.: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14864&lang=geo ; http://www.humanrights.ge/admin/editor/uploads/pdf/02%20HRC_Environment%20-%20kartulad.pdf

ანგარიშებში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორებს და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.

გადაცემა „მედიამონიტორში“ ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორების გარდა, ექსპერტების რანგში მიწვეული იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ეკა ფოფხაძე, სამართლის ექსპერტი კახა წიქარიშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი და „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორებმა გადაცემაში ისაუბრეს როგორც მონიტორინგის რაოდენობრივ მაჩვენებლებზე, ასევე გააანალიზეს თვისებრივი კომპონენტებიც.

მედიამონიტორების აზრით, შერჩეულ მედიასაშუალებებს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას პროფესიული სტანდარტის დაცვა უჭირთ. გამოქვეყნებული და ტელევიზიით გადაცემული მასალა ხშირად დაუბალანსებელი და მიკერძოებულია, არ ხდება ერთმანეთისგან ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა. პრობლემას წარმოადგენს ჟურნალისტების კვალიფიკაციაც. ხშირია შემთხვევები, როცა ისინი კარგად ვერ ერკვევიან საკითხსა და მის სამართლებრივ ასპექტებში, საკანონმდებლო ბაზაში. ხდება ხოლმე სამართლებრივი ტერმინების აღრევაც. „მოამბეში“ გასულ სიუჟეტებსა და „ალიაში“ დაბეჭდილ მასალებში ხშირი იყო უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის შემთხვევები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გადაცემა „მოამბე“ მართლმსაჯულების თემის განხილვისას ხშირად ეყრდნობოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ მოწოდებულ მასალებს. ამა თუ იმ კრიმინალური ისტორიის შესახებ რეპორტაჟის მომზადებისას, ჟურნალისტები სარგებლობდნენ უშუალოდ ძალოვანი უწყებების მიერ გადაღებული ვიდეომასალით და იზიარებდნენ საქმესთან დაკავშირებულ მათ ვერსიებსა და ბრალდებებს. ამგვარად, ისინი ხშირად გვევლინებოდნენ ბრალმდებლის როლში, რის გამოც მომზადებულ სიუჟეტებში უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ნიშნები იკვეთებოდა.

„ახალი თაობისა“ და „რეზონანსისგან“ განსხვავებით, „ალიას“ აკლია აკადემიური სტილი, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს ინტერვიუების შემთხვევაში. „ალიას“ ინტერვიუები, როგორც წესი, მეგობრებს შორის არაფორმალურ საუბარს უფრო ჰგავს, ვიდრე რესპონდენტისა და ჟურნალისტის ურთიერთობას.

მედიამონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ გარემოს დაცვის თემა მედიაში ზედაპირულად, პრობლემებისა და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა საინტერესო საკითხის  სიღრმისეული ანალიზის გარეშე შუქდება. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების აზრით, შესაძლებელია, გარემოს დაცვის საკითხების შესახებ დაწერილი სტატია ან გადაღებული სიუჟეტი კომერციული თვალსაზრისით  მომგებიანი არაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მედია ალბათ, მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს ამ სფეროს და უფრო სიღრმისეულად უნდა აშუქებდეს მას. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, რადგან ეს არხი არ არის კომერციულ მოგებაზე, რეკლამებსა და რეიტინგზე ორიენტირებული მედიასაშუალება. იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და შესაბამისად, მისი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე უფრო მაღალია.

მედიამონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მცირე  დროსა და ყურადღებას  უთმობს გარემოს დაცვის საკითხების განხილვას. ეს სფერო, ძირითადად, ზედაპირულად, კრიტიკული ანალიზისა და თემის სიღრმისეული მომზადების გარეშე მიმოიხილება. მედიის მონიტორინგის პირველ ორ ეტაპზე „მოამბეში” გარემოს დაცვის თემაზე გადაცემულ სიუჟეტებში არც ერთხელ არ ყოფილა გამოყენებული რომელიმე ოპოზიციური პარტია წყაროდ.

ნახეთ გადაცემა „მედიამონიტორი“

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC