კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

22 მაისი, 2012

ახმეტაში მცხოვრები ირმა პეტრიაშვილი, რომელსაც სამი შვილი ჰყავს და ერთოთახიან ბინაში ქირით ცხოვრობს, აცხადებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ საარსებო შემწეობა მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა.

„ირმა პეტრიაშვილმა კოალიციაში გაწევრიანებაზე განცხადება 2 კვირის წინ დაწერა. რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ გაზეთები დაარიგა, რის შემდეგაც მასთან სახლში მივიდა სოციალური აგენტი და უთხრა, დახმარება შეგიწყდათო. სამი შვილის დედაა. სამი თვის წინ შეამოწმეს, იმაზე დაბალი ქულები მიუვიდა, ვიდრე მანამდე ჰქონდა და გაუგრძელეს დახმარება, 1 თვე მიიღო და როგორც კი კოალიციის წევრი გახდა, მაშინვე მოუხსნეს დახმარება“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის ხელმძღვანელმა ზაქარია ქინქლაძემ

„5-6 წლის განმავლობაში ვიღებდი დახმარებას. მეუღლე და სამი შვილი მყავს, ნაქირავებში ვცხოვრობთ. 3 თვის წინ შემამოწმეს და 13 000 ქულა მოვიდა. 1 თვე ავიღე დახმარება. 2 კვირის წინგავწევრიანდი „ქართულ ოცნებაში“. როდესაც ახმეტაში კოალიციის ლიდერები იყვნენ ჩამოსულები, მე შეხვედრაზე ვიყავი. მაგ დროს მივიდა აგენტი სახლში და დახმარება შემიწყვიტეს. რადგან პარტიაში შევედი, ამიტომ შემიწყვიტეს დახმარება, თორემ როგორ შეიძლებოდა, ახალი გადამოწმებული ვიყავი, ერთხელ მქონდა დახმარება აღებული,“ - აღნიშნა ირმა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებიდან ორ დღეში, ვიდრე სოციალური დახმარება შეუწყდებოდა, მას ფარული ნომრიდან დაურეკეს და დაემუქრნენ. „ორი დღის შესული ვიყავი პარტიაში. ფარული ნომრიდან დამირეკეს, თავს და შვილებს გაუფრთხილდიო მითხრეს და ტელეფონი გათიშეს. პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი. ახალგაზრდა ბიჭის ხმა იყო“, - ამბობს ირმა პეტრიაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა არაერთი მცდელობის მიუხედავად ახმეტის სოციალური მომსახურების ცენტრიდან კომენტარი ვერ მოიპოვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ვიდეო

ახალი ამბები