გელა მთივლიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე მტკიცების ტვირთი სახელმწიფოს ეკისრება
23.05.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის თიანეთის პოლიციაში დაკავების ფაქტს და მომხდარზე მტკიცების ტვირთს საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს.
საიას იურისტი ამირან ზენაიშვილი ადგილზე არკვევდა ინცინდენტის დეტალებს. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2012 წლის 20 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თიანეთის რაიონულ ცენტრში ახორციელებდა სამსახურებრივ საქმიანობას, რა დროსაც მასთან მივიდნენ შსს-ს თიანეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები და მოთხოვეს საბუთები პიროვნების დადგენის მიზნით.
გელა მთივლიშვილის განმარტებით, მან გადასცა პირადობის მოწმობა პოლიციის თანამშრომლებს და განუცხადა მისი ვინაობა, რის შემდეგაც იგი ძალით შეიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. პოლიციელების მიზანი იყო ვიდეო-კამერის ჩამორთმევა და მის მიერ გადაღებული კადრების შემოწმება. პოლიციაში მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემეს თავის არეში, შემდეგ კი გამოუძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
პოლიციის უფროსის მოადგილემ მამუკა შალამბერიძემ საიას იურისტთან გასაუბრებისას განმარტა, რომ ვინაიდან უცხო პიროვნება აწარმოებდა ვიდეოგადაღებას პოლიციის შენობის წინ, პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ პიროვნების ვინაობის დასადგენად. გელა მთივლიშვილი, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით შეიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მ. შალამბერიძემ დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩამოართვეს გელა მთივლიშვილს კამერა. ვინაიდან გ. მთივლიშვილი ჩავარდა სტრესულ მდგომარეობაში, გამოუძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
საიას იურისტი ასევე ესაუბრა ქართული ოცნების წარმომადგენელს რუსუდან სისაურს. ქალბატონის განმარტებით, პოლიციის შენობის წინ იგი თავად ესწრებოდა იმ ფაქტს, როცა პოლიციის თანამშრომლებმა, პიროვნების დადგენის მიუხედავად, იგი იძულებით წაიყვანეს პოლიციაში კამერითურთ. 1 საათის შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში გამოვიდა პოლიციიდან და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში წაყვანა.
თიანეთის საავადმყოფოს მორიგე ექიმის მალხაზ იარაჯულის განმარტებით, პაციენტი საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ მიიყვანა. ექიმმა განმარტა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა თხემის მიდამოს დაჟეჟილობა, თავის რბილ ქსოვილს იტკიებდა, იყო ძლიერი აფექტის მდგომარეობაში.
სახელმწიფო ვალდებულია სრულად უზრუნველყოს პიროვნების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა, როდესაც პირი იმყოფება სახელმწიფო წარმომადგენლობის კონტროლის ქვეშ. მიგვაჩნია, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სახელმწიფოს, კერძოდ კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რათა გააქარწყლოს საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები ჟურნალისტის ხელშუხებლობის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში უნდა დაიწყოს გამოძიება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ცემისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ნიშნებს.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

