18:05, Saturday, 20.12.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ტრენინგი ბლოგერებისა და სოციალური მედიის ჟურნალისტებისათვის

23.05.2012
„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“ (http://www.iwpr.net/), გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად (UN Women), იწვევს ბლოგერებს და სოციალური მედიის აქტიურ ჟურნალისტებს მონაწილეობის მისაღებად ოთხდღიან ტრენინგში „ქალთა საკითხები: ადვოკატირებისა და ანგარიშგების სტრატეგია“, რომელიც 2012 წლის ივნისის მესამე კვირას ჩატარდება ქალაქ ერევანში.

ტრენინგი გაიმართება პროექტის „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის“ ფარგლებში და მისი მიზანია ქალთა საკითხებზე მომუშავე სოციალური მედიის აქტიური პროფესიონალი და მოქალაქე ჟურნალისტების ქსელის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, ძალადობის და ქალთა თანასწორობის პრობლემების გაშუქებას და ისეთი სივრცის შექმნას, სადაც შესაძლებელი იქნება კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში ქალთა როლის შესახებ მსჯელობა და დისკუსია.

მონაწილეების შერჩევა მოხდება ექვსთვიან პერიოდზე, 2012 წლის ნოემბრის ბოლომდე და ისინი ჩართულები იქნებიან ტრენინგების და სემინარების სერიაში, მედია პროდუქტების შექმნასა და ქალთა უფლებების ადვოკატირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებებში.

პოტენციური კანდიდატები უნდა პასუხობდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

** გამოცდილება საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში;

** პერსონალური ბლოგი ან ავტორობა რომელიმე მედია-საშუალების ბლოგში;

** ასაკი: 21-35 წ.;

** ინტერესი ტრენინგის თემისადმი. საქართველოში და ზოგადად კავკასიაში ქალთა წინაშე არსებული პრობლემების საბაზისო ცოდნა;

** უპირატესობა მიენიჭებათ ჟურნალისტებს და გამოცდილ ბლოგერებს, რომლებსაც უკვე უმუშავიათ გენდერთან ან/და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე;

** უნდა შეეძლოს საუბარი და წერა ქართულად და რუსულად. ინგლისურის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება;

** უნდა იყოს პროაქტიური და კარგი კომუნიკაციის შესაძლებლობების მქონე, შეეძლოს კოსტრუქციულ დებატებში მონაწილეობა და გახსნილი იყოს თანამონაწილეებთან დიალოგისთვის.

პოტენციურმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

** შესაბამისი CV;

** მოტივაციის წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვისა).

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2012 წლის 6 ივნისი.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

გასაუბრებაზე მოწვევის შესახებ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ 2012 წლის 7 ივნისს.

ტრენინგის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ მგზავრობის, სასტუმროს და კვების ხარჯებს.

განცხადებები მიიღება მისამართზე: resumes@iwpr.ge

სხვა სიახლეები
Incorrect key file for table '/tmp/mysqltmp/#sql_12f7_1.MYI'; try to repair it