14:36, Saturday, 03.12.2016
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

როგორ აშუქებს რელიგიური უმცირესობების საქმიანობას ქართული მედია

23.05.2012

სალომე აჩბა, www.religiebi.info 

ინტერნიუსის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, ბეჭდური მედიიდან, რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ყველაზე ხშირად გაზეთი „ბათუმელები“ აშუქებს, ყველაზე ნაკლებად კი, გაზეთი „რეზონანსი“.
 
ინტერნიუსის კვლევა 2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. მედიამკვლევარები 9 ეროვნულ და 3 რეგიონულ გამოცემას აკვირდებოდნენ.

როგორც ინტერნიუსის მედიამკვლევარი და ამ ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი დიანა ჩაჩუა ამბობს, რელიგიურ უმცირესობებს, ქართული ბეჭდური მედია, სხვა უმცირესობებთან შედარებით, ნაკლებ ყურადღებას უთმობს: „მედიამონიტორინგის სამივე კვარტალის მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ გაზეთში რელიგიურ უმცირესობებს, ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობებთან შედარებით,  მცირე ყურადღება ეთმობა. პერიოდულად ამ საკითხებით გაზეთების დაინტერესებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განაპირობებს. ასევე იბეჭდება რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული სტატიები, რომლებიც საერთაშორისო პროექტების ფარგლებშია დაფინანსებული. ეს კი პირველ რიგში, მიუთითებს, რომ აღნიშნული სტატიების მომზადება სარედაქციო პოლიტიკის ნაწილი არ არის და მხოლოდ გრანტის გამცემი ორგანიზაციის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას გამოხატავს“.

კვლევის მიხედვით, რელიგიური უმცირესობები ბეჭდურ მედიაში, ძირითადად, ნეიტრალური ტონით გაშუქდნენ.

მუსლიმები, კათოლიკები, იეჰოვას მოწმეები - ეს ის რელიგიური ჯგუფები არიან, რომლებიც ინტერნიუსის მედიამონიტროინგის შედეგების მიხედვით, ქართულ ბეჭდურ მედიაში ყველაზე ხშირად შუქდებიან. მედიამ პროტესტანტები და ბაპტისტებიც გააშუქა, თუმცა - უფრო ნაკლები სიხშირით, მათ რელიგიური უმცირესობებისთვის დათმობილი მთელი ფართობის მხოლოდ ორ-ორი პროცენტი დაეთმოთ.

როგორც ანგარიშშია აღნიშნულია, მედია რელიგიური თემებიდან განსაკუთრებულ ინტერესს ბათუმში აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებულ საკითხებზე იჩენდა.

 „მონიტორინგის წინა პერიოდებთან შედარებით, მონიტორინგის ამ მონაკვეთში მედია უფრო აქტიურად აშუქებდა რელიგიურ უმცირესობებს, რაც ბათუმში აზიზიეს ნეჩეთის მშენებლობის საკითხით იყო გამოწვეული. იმის გათვალისწინებით, რომ მეჩეთის აშენება რელიგიურად შედარებით სენსიტიურ რეგიონში - აჭარაშია დაგეგმილი, ქართული პრესის ფურცლებზე ხშირი იყო ჟურნალისტების თუ რესპონდენტების განცხადებები, აჭარაში ისლამის გაძლიერებისა და ამაში საქართველოს ხელისუფლების წვლილზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ინტერნიუსის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა, რომ ხშირად, მედია იეჰოვას მოწმეებს, არასწორი ტერმინოლოგიით „იეღოველებად“ მოიხსენებს ხოლმე.

ინტერნიუსის მედიამკვლევარის დიანა ჩაჩუას თქმით, მედიამონიტორინგის მიზანს, მედიის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა წარმოადგენს: „მედიის მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციაა, რომელიც პროფესიონალური და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, უმცირესობების მისამართით გამოხატული სიძულვილის ენის გამოვლენის და საზოგადოებაში დისკუსიის გაღვივების გზით. მედიამონიტორინგის მიზანი აღნიშნული თემების გაშუქების შესახებ რეალური სურათის ასახვაა და ის არანაირად არ ისახავს მიზნად გაზეთების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. გაითვალისწინებს რეკომენდაციებს თუ არა, ამაზე საბოლოო არჩევანი მედიასაშუალებების რედაქციებზეა დამოკიდებული“.

ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ინტერნიუსი-საქართველოს შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რეაქცია, როდესაც რედაქციამ მონიტორინგის შედეგებს სტატია მიუძღვნა.

„ეს ერთ-ერთი ისეთი გაზეთია, რომელიც ყველაზე ხშირად ახდენს ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებების გავრცელებას უმცირესობების ჯგუფების მიმართ. თავის სტატიაში ჟურნალისტი მედიამონიტორინგის არსს და მიზნებს არასერიოზულად მიიჩნევდა და ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამონათქვამების გამოყენებით, კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს, რომ გაზეთის რედაქცია არ იზიარებს „ინტერნიუსი-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს“, - ამბობს დიანა ჩაჩუა.

რას ასწავლის მედიამონიტორინგის დასკვნები სხვა მედიასაშუალებების რედაქციებს, ამას მომავალი გვიჩვენებს. კარგი იქნება, კვლევის გათვალისწინებით, თუკი მედია თავს შეიკავებს ქსენოფობიისა და ჰომოფობიის ესკალაციისაგან.

ანგარიში სრული სახით გამოქვეყნდა media.ge-ზე

პირველი და მეორე კვარტალური ანგარიშები

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები?
დარღვევების გარეშე დარღვევებით გაყალბდა არ ვიცი მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

უიმედოთა სოფელი
სამკურნალო წყლის - „ძუღურის“ შესახებ პირველად რამდენიმე დღის წინ შევიტყვე. ინფორმაციის მოძიების შემდეგ გავიგეთ, რომ „ძუღურის წყალი“ ქუთაისში ჯაჭვის ხიდთან იყიდებოდა. იქიდან დაიწყო
ვრცლად...
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2016 HRIDC