08:56, Thursday, 20.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

იუსტიციის სამინისტროსთან ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა

25.05.2012

ინტერპრესნიუსი

იუსტიციის სამინისტროსთან გამართულ სოლიდარობის აქციაზე ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიება მოითხოვეს. აქციაში მონაწილეობდნენ ცენტრალური და რეგიონული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც სოლიდარობის აქციაზე ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ განაცხადა, განსაკუთრებით რეგიონებში მოქმედი ჟურნალისტები ტოტალურ დევნას განიცდიან და აუცილებელია რეაგირება.

„პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ცალკეული ხელის შეშლის საქმეები, ძალადობის ფაქტები არის აბსოლუტურად გამოუძიებელი. არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილი გამოძიებით, ან სასამართლო პროცესით დასრულდა. ვერც საჯარო იმ მოხელეს გავიხსენებთ, რომელიც დაისაჯა იმის გამო, რომ ჟურნალისტს ხელი შეუშალა მუშაობაში“, - განაცხადა ქორიძემ.

ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარი რედაქტორის, შორენა შავერდაშვილის თქმით, უამრავი გამოუძიებელი ფაქტია ჟურნალისტებთან დაკავშირებით, მათ შორის გასული წლის 26 მაისის შემთხვევები.

„ხვალ ერთი წელი სრულდება და ეს ფაქტები კიდევ გამოუძიებელია“, - განაცხადა შავერდაშვილმა.

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის განცხადებით, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოუძიებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია აქტივობას გააგრძელებს და დიპლომატიურ კორპუსს აცნობებს არსებულ ვითარებას.

აქციას სოლიდარობა გამოუცხადა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ინფორმაცია რეგიონებში ნაკლებად გავრცელდეს. „ამ ხელის შეშლამ მიიღო არანორმალური სახე. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოცი ფაქტი გამოვლინდა, რაც განპირობებულია სწორედ იმით, რომ ხელისუფლებამ რეგიონებში ინფორმაციის გავრცელება მაქსიმალურად შეზღუდოს“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროდან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჟურნალისტები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან და მათ ხელი არ უნდა შეეშალოთ.

ჟურნალისტმა მაგდა პოპიაშვილმა პავლე კუბლაშვილს პლაკატი - „ხელს ნუ გვიშლით“ გადასცა.

ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია დღეს რეგიონებშიც გაიმართა.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC