07:40, Saturday, 31.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ამოქმედდა

31.05.2012
ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები მას შემდეგ ამოქმედდა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა.

ცვლილებები, რომელიც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე უფლებას აძლევს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, როგორც საქართველოში დაბადებულმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის, საფრანგეთის მოქალაქემ, რომელიც ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, „საკანონმდებლო მაცნეში“ 29 მაისს გამოქვეყნდა.

მმართველმა პარტიამ განაცხადა,, რომ ხელისუფლებამ ყველა ბარიერი მოუხსნა ივანიშვილს და ახლა მისი გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას.

იმავდროულად, საკონსტიტუციო ცვლილებით, სადეპუტატო ასაკი 25–დან 21 წლამდე დაიწია.

შვიდი დღით ადრე, 22 მაისს, როცა პარლამენტმა აღნიშნულ ცვლილებებს მესამე მოსმენით უყარა კენჭი, ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს ვეტოს უფლება გამოეყენებინა, რადგან ამ „აბსურდული“ ინიციატივის საფუძველზე არჩევნებში მაინც არ მიიღებდა მონაწილეობას და სანაცვლოდ, ამ უფლების მოპოვებისთვის კვლავ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ეცდებოდა ორმაგი მოქალაქეობის პროცედურის გზით – ამ პროცედურის გამოყენება მას ხელისუფლებამ მას შემდეგ ურჩია, რაც ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიცემაზე უარი უთხრა.

პრეზიდენტისადმი ღია წერილში ივანიშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს „კონსტიტუციის შეურაცხყოფისა და სახელმწიფოს ნგრევის“ ფასად ისარგებლოს პოლიტიკური უფლებებით, რომელსაც მას საკონსტიტუციო ცვლილება ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობის გარეშე არჩევნებში მონაწილეობის კუთხით.

„მოგმართავთ, არ მოაწეროთ ხელი კონსტიტუციურ ცვლილებებს. ამით თქვენ გადაარჩენთ ქვეყნის პრესტიჟს და მის კონსტიტუციურ ფუნდამენტს, რომელიც შეუდარებლად მაღალი ღირებულებაა, ვიდრე თქვენი, ჩემი და ყველა პოლიტიკური ძალის აწმყო თუ მომავალი, ერთად აღებული“, – აცხადებს ივანიშვილი 22 მაისს გამოქვეყნებულ ღია წერილში, - „ამასთანავე, მე არ ვაპირებ, ახირებაში გაგეჯიბროთ და მზად ვარ, მოგცეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორების კიდევ ერთი საშუალება - ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად მოგმართოთ ისეთი განცხადებით, რომელზეც  თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები და საჯარო მოხელეები მიუთითებენ“.

სივილ ჯორჯია

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC