კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უწყებათაშორისი კომისია საჯარო სამსახურებს რეკომენდაციას აძლევს ოპტიმიზაციის პროცესი შეაჩერონ

31 მაისი, 2012

უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჯარო სამსახურებს რეკომენდაციას აძლევს ამ ეტაპზე დაგეგმილი ან შესაძლო ოპტიმიზაციის პროცესი შეაჩერონ და მხოლოდ დისციპლინარული ან სხვა სახის დარღვევის შემთხვევებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

„კომისია საარჩევნო პროცესში ჩართულ სამოქალაქო სექტორის რიგ წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. აღნიშნული შეხვედრების დროს სამოქალაქო სექტორის მხრიდან, მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, სხვა საკითხებთან ერთად გამოიკვეთა საჯარო სექტორიდან თანამშრომლების გათავისუფლების პრობლემა, რაც აღნიშნულ ორგანიზაციათა აზრით, რიგ შემთხვევებში, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივაციის ნიშნებს შეიცავს.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის პოზიცია არის მკაფიო: დაუშვებელია და კანონსაწინააღმდეგოა საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება მათი ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური პოზიციის გამო. შემთხვევა, სადაც მსგავსი ნიშნები იკვეთება, შესწავლის საგანი უნდა გახდეს.
 
ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა ადმინისტრაციულ უწყებებში ოპტიმიზაციის, შემცირებების ლეგიტიმური პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს და ხშირად რთული იყოს უტყუარი ფაქტის დადგენა ამა თუ იმ პირის გათავისუფლების რეალური მოტივის შესახებ.
 
აღნიშნულის გათვალისწინებით და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოების და მათდამი დაქვემდებარებული უწყებების, ასევე საჯარო სკოლების დირექტორების მხრიდან თანამშრომელთა პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ბრალდებები, უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათთვის დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობას, ასევე საჯარო სკოლების ადმინისტრაციებს, საარჩევნო პროცესის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე დაგეგმილი ან შესაძლო ოტპიმიზაციის პროცესი შეაჩერონ და მხოლოდ დისციპლინარული ან სხვა სახის დარღვევის შემთხვევებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები“, - ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები