17:34, Thursday, 02.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებისთვის „ევრო 2012“-თან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

31.05.2012

ინტერპრესნიუსი

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებისთვის "ევრო 2012-თან" დაკავშირებით საინფორმაციო ბარათს ავრცელებს. "ევრო 2012" (ევროპის საერთაშორისო საფეხბურთო ჩემპიონატი) ჩატარდება 2012 წლის 8 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით უკრაინასა და პოლონეთში. მატჩები გაიმართება უკრაინის შემდეგ ქალაქებში: კიევი, დონეცკი, ხარკოვი და ლვოვი, ფინალური მატჩი ჩატარდება კიევში 1 ივლისს.

უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნულ ქალაქებში სასტუმროები თითქმის მთლიანად არის დაჯავშნული, თავისუფალი ადგილები პრაქტიკულად უკვე არ არის.

ასევე დაჯავშნული იქნება უკრაინამდე ჩასასვლელი და უკრაინის ქალაქებს შორის მოძრავი ტრანსპორტის ბილეთები. სავარაუდოდ, აღნიშნულ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება გადატვირთული.

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სთხოვს, გაითვალისწინონ აღნიშნული ინფორმაცია და ევროპის ჩემპიონატის პერიოდში უკრაინაში იმოგზაურონ, მხოლოდ დაჯავშნული სასტუმროსა და ბილეთებით იმ შემთხვევაშიც, კი თუ ისინი არ გეგმავენ "ევრო - 2012"-ზე დასწრებას.

საელჩო ავრცელებს უკრაინაში შესვლის და უკრაინიდან გასვლის წესებს:
უკრაინის საზღვრის გადაკვეთისთვის საჭიროა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი, რომელიც ყოველთვის თან იქონიეთ, რადგან უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ უფლება შეამოწმონ უკრაინაში თქვენი ლეგალურად ყოფნის საკითხი.

რაც შეეხება სავიზო საკითხს, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ დარჩნენ უკრაინის ტერიტორიაზე 90 დღე 180 დღის პერიოდში. 90 დღიანი ათვლა იწყება უკრაინაში პირველადი ჩასვლის დღიდან.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ჩაატარა ღონისძიებები საზღვრის უსაფრთხოების დასახვეწად და გადაკვეთის პროცედურების გასამარტივებლად. მკაცრად არის დაწესებული მაქსიმალური ფულადი რაოდენობის ზღვარი 10 000 ევროს ოდენობით, რომლის შეტანა/გატანის უფლება აქვს მოქალაქეს უკრაინის საზღვარზე.

უკრაინის ქალაქებში ჩასვლისას, აეროპორტებში საქართველოს მოქალაქეები უნდა დადგნენ უვიზო რეჟიმის საბაჟო მიმღების რიგში და სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელს უნდა წარუდგინონ - საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი. ბარგის მიღების შემდეგ, თუ მოქალაქეს არ აქვს ნივთები, რომელიც საჭიროებს დეკლარირებას, იგი გადის მწვანე ხაზით, თუ აქვს სადეკლარაციო ნივთი - წითელი ხაზით. უკრაინის საბაჟო იტოვებს ბარგის დათვალიერების უფლებას.

„ევრო 2012“-ის მიმღებ ქალაქებში არის საბანკო და ვალუტის გადაცვლის დაწესებულებები სადაც გექნებათ შესაძლებლობა კონვერტირებადი ვალუტა გადაცვალოთ უკრაინულ გრივნაში. ამისათვის საჭიროა წარადგინოთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

საგანგებო სიტუაციისას, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურებს ნომრებზე: სახანძრო სამსახური – 101; პოლიცია – 102; სასწრაფო დახმარება – 103;

სხვა საგანგებო სიტუაციისას, დაკავშირება შესაძლებელია საქართველოს საკონსულო სამსახურების შესაბამის რეგიონებში: კიევი - უკრაინაში საქართველოს საელოჩოს საკონსულო სამსახური
მისამართი: ტ. შევჩენკოს ბულ.25
ტელ: +38 (044) 220 03 41
ცხელი ხაზი: + 38 (063) 023 27 76
დონეცკი - უკრაინის გენერალური საკონსულო ქ. დონეცკში
მისამართი: კოციუბინსკის ქ. 83ბ
ტელ: +38 (062) 311 40 00, +38 (062) 311 04 01, +38 (062) 311 04 10
ცხელი ხაზი: 38 (063) 244 01 01
ოდესა - უკრაინის გენერალური საკონსულო ქ. ოდესაში
მისამართი: მირიინსკის ქ.20
ტელ: +38 (048) 726 47 27
ცხელი ხაზი: +38 (063) 618 88 81

უკრაინაში არის ბევრი საბანკო დაწესებულება, რომელიც იძლევა საშუალებას მიიღოთ საქართველოდან ფულადი გზავნილი Western Union-ისა და სხვა სისტემებით. უმეტესობა შემთხვევაში, გზავნილის მისაღებად საჭიროა წარადგინოთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში საქართველოს მოქალქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს საკონსულო სამსახურებს შესაბამის რეგიონში:
კიევი - უკრაინაში საქართველოს საელოჩოს საკნსულო სამსახური
მისამართი: ტ. შევჩენკოს ბულ.25
ტელ: +38 (044) 220 03 41
ცხელი ხაზი: + 38 (063) 023 27 76
დონეცკი - უკრაინის გენერალური საკონსულო ქ. დონეცკში
მისამართი: კოციუბინსკის ქ. 83ბ
ტელ: +38 (062) 311 40 00, +38 (062) 311 04 01, +38 (062) 311 04 10
ცხელი ხაზი: 38 (063) 244 01 01
ოდესა - უკრაინის გენერალური საკონსულო ქ. ოდესაში
მისამართი: მირიინსკის ქ.20
ტელ: +38 (048) 726 47 27
ცხელი ხაზი: +38 (063) 618 88 81

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე გახდა დანაშაულის მსხვერპლი, უკრაინაში დანაშაულის გამოძიებას აწარმოებს უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები. აქედან გამომდინარე, საკონსულო თხოვს საქართველოს მოქალაქეებს მიმართოთ უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან საკონსულო სამსახური არ არის უფლებამოსილი ჩაერთოს უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების სამუშაოში ან გამოძიების პროცესში, მაგრამ შეუძლია, ჩაატაროს კონსულტაცია უკრაინის კანონმდებლობის უკეთ გასაგებად.

დაკავების შემთხვევაში, მოქალაქე მთლიანად ექვემდებარება უკრაინის კანონმდებლობას. თუ ვინმე დაარღვევს უკრაინის კანონმდებლობას, ამის არცოდნის შემთხვევაში კი შესაძლოა დამნაშავის წინააღმდეგ იქნას მიღებული სანქციები ჯარიმის, უკრაინის ტერიტორიიდან გაძევების ან დაკავების სახით. სასამართლომდელი გარჩევა შესაძლოა გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაში.

უკრაინის კანონმდებლობით, სამართალდამცავ ორგანოებს უფლება აქვთ, გაგაჩერონ ნებისმიერ ადგილას და შეამოწმონ თქვენი საბუთები. პოლიცია უფლებამოსილია, დააკავოს მოქალაქე 72 საათით ბრალდების წაყენების გარეშე.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC