04:49, Friday, 19.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სპორტის მინისტრი, ნამგალაური, ცეზარ ჩოჩელი და ძიუდოისტები რესტორანში

08.06.2012

ლანა ბერიძე, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის თავჯდომარემ დავით ნამგალაურმა და ძიუდოისტებმა 6 ივნისს, ლომისობის დღესასწაული მცხეთაში, რესტორან „მეტროპოლში“ ერთად აღნიშნეს. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ძიუდოისტები რესტორანში მინისტრმა ვარძელაშვილმა დაპატიჟა. რესტორანში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელიც.

დავით ნამგალაური აცხადებს, რომ ისიც და მინისტრიც რესტორანში ძიუდოისტებმა თვითონ დაპატიჟეს და ამ შეხვედრას პოლიტიკასთან და სპორტსმენების „ქართულ ოცნებაში“ გადასვლასთან კავშირი არ აქვს.
 
„მინისტრთან ერთად, 5 საათამდე ფეხბურთის ფედერაციაში ვიყავით. როგორც იცით, გუშინ ლომისობა იყო. ძიუდოს ფედერაციამ „მეტროპოლში“ სუფრა მოაწყო. იქ  მათი თხოვნით ჩვენც ჩავედით. მივულოცეთ, სულ 40 წუთი ვიყავით ალბათ და წამოვედით. იქ ცეზარ ჩოჩელი საერთოდ არ მინახავს“, - განუცხადა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ნამგალაურმა.
 
- ანუ, ძიუდოისტები თქვენ არ დაპატიჟეთ?

- რა თქმა უნდა, არა. ჩვენ არანაირი არც ხარჯი გაგვიწევია და არაფერი. გუშინ, ჩვენ ჩვეულებრივი სამუშაო დღე გვქონდა. ძიუდოისტებმა ძალიან გვთხოვეს ჩასვლა. ამიტომ ცოტა დრო გამოვნახეთ, ჩავედით, დავლოცეთ, მივულოცეთ და წამოვედით.
 
- სადღესასწაულო სუფრასთან მარტო ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ თუ რიგითი სპორტსმენებიც?

- სპორტსმენების ძირითადი ნაკრები ბრაზილიაშია. მეორე ნაკრები გუნდი 30 კაცის შემადგენლობით გორში იმყოფება შეკრებაზე და ცხადია, ისინი, თავისთავად სუფრაზე ვერ იქნებოდნენ. აქ საუბარია იმ მწვრთნელებზე, რომლებიც თბილისში არიან და მცხეთა-მთიანეთში მუშაობენ. ეს ძალიან დიდი დღესასწაულია მათთვის. პირადად ჩემთვისაც დიდი დღესასწაულია ლომისობა და ამიტომ, ძალიან მინდოდა იქ ჩასვლა. ვერ ავედი სალოცავში, მაგრამ სუფრაზე მივედი. ნახევარი საათით მინისტრიც წავიყვანეთ და ჩავედით.
 
- ბოლო პერიოდში რამდენიმე სპორტსმენი „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა. ამას დაემთხვა ამბაკო ავალიანის ლადო ვარძელაშვილთან დაბარების ფაქტიც...

- გეტყვით ახლავე.
 
- დავასრულებ შეკითხვას და შემდეგ მიპასუხეთ...

- არ არის დასრულება საჭირო. უკვე ვხვდები, რასაც მეკითხებით. ყველამ რომ იცოდეს: ძალიან მიყვარს ამ სპორტსმენებთან ერთად ყოფნა და ეს შეხვედრა რესტორანში არც პირველია და არც ბოლო. ძალიან გთხოვთ, მაშინ ჩვენთან ერთად იყოთ ხოლმე ყველა შეხვედრაზე. ძალიან ხშირად ვიკრიბებით და ახლა რატომ გახდა ეს თემა საინტერესო, ძალიან მიკვირს. ვიცი, თქვენ რასაც უკავშირებთ ამ ყველაფერს, მაგრამ ეს შეხვედრა პოლიტიკას არ უკავშირდება. ორი-სამი სპორტსმენის გადაწყვეტილების გამო ნუ შექმნით სურათს, რომ სასწაული ხდება.
 
- ჩვენ სურათს არ ვქმნით. ლადო ვარძელაშვილთან ამბაკო ავალიანის დაბარების შემდეგ რესტორანში ხვდებით ძიუდოისტებს და ბუნებრივია, რომ ასეთი კითხვები გაჩნდებოდა. რატომ გიკვირთ?

- ასეთი შეხვედრა სპორტსმენებთან დღეში 40-50-ჯერ იმართება. მაშინ, მოდით და ყველა შეხვედრა გააშუქეთ. რატომ არ გაინტერესებთ, რაგბისტებს რომ შევხდით, მარტო ამ შეხვედრით რატომ ინტერესდებით?
 
- ერთია, როცა სპორტსმენს ხვდები საქმესთან დაკავშირებით და მეორე, როცა რესტორანშია შეხვედრა...

- ჩვენ გვაქვს უფლება, რომ იმ სპორტსმენებს შევხვდეთ, რომლებსაც 10 წლის განმავლობაში ვზრდიდით და ვინახავდით, გვაქვს უფლება ვკითხოთ, მათი გადაწყვეტილება პარტიაში წასვლის შესახებ საბოლოოა თუ არა. ჩვენ უფლება გვაქვს, ელემენტარული კითხვები დავუსვათ მათ. ვალდებულებიც კი ვართ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ რაღაც სასწაული და ცუდი ხდება. ყველაფერი წესის და კანონის მიხედვით არის. 10 წელია სპორტში ვმოღვაწეობთ და შესაბამისად, ხან სპორტსმენებს შევხვდებით და ხან სადმე წავალთ. ამ ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს თუ მისცემენ, კარგად ყოფილა საქმე. ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ძალიან ხშირად გვაქვს სუფრები, მიდის ქართულად დროს ტარება და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის.
 
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი რესტორან „მეტროპოლში“ სტუმრობისა და ძიუდოისტებთან შეხვედრის თაობაზე ცეზარჩოჩელსაც ესაუბრა.

გუბერნატორი აცხადებს, რომ ლომისობის დღესასწაულზე მთელი დღე მცხეთაში იყო და ცოტა ხნით რესტორან „მეტროპოლშიც“ შეიარა. კითხაზე, ძიუდოისტებთან შეხვედრისას რესტორანი დახურული იყო თუ არა, ჩოჩელი პასუხობს, რომ ამ შეხვედრაზე მას არავინ დაუპატიჟია, თვითონვე იყო მიპატიჟებული. ხოლო რესტორანში მისვლისას ლადო ვარძელაშვილი და დავით ნამგალაური წასულები დახვდნენ.
 
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის კითხვაზე - „სპორტსმენებთან ასეთი შეხვედრები რესტორანში ხომ არ უკავშირდება ბოლო დროს „ქართულ ოცნებაში“ მათ გადასვლას, მსგავსი შეხვედრებით მათ გადმობირებას ხომ არ ცდილობთ?“ ცეზარ ჩოჩელმა უპასუხა: „ ვერ გეტყვით, ვინ ვის ხვდება და რას ფიქრობს. მე შემიძლია მცხეთასთან დაკავშირებით გითხრათ, რომ იქ ვიყავი. რაც შეეხება იმას, ვინ ვის ხვდება, ვინ ვისთან გადადის და გადმოდის, ამაზე საუბარი ჩემი პრეროგატივა არ არის“.

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC