ადამიანის უფლებათა ცენტრმა გადაწყვიტა, გამოაქვეყნოს 2011 წელს ჩატარებული მონიტორინგის შუალედური ანგარიში ქართულ მედიაში გარემოს დაცვის საკითხების გაშუქების თემაზე. მედიამონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშს შეგიძლიათ, გაეცნოთ humanrights.ge-ს ანგარიშების განყოფილებაში. გარემოს დაცვის საკითხების გაშუქების თემაზე მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშში შეჯამდა მონიტორინგის პირველი ორი ეტაპის მონაცემები: 1) 30 მაისიდან 3 ივლისამდე 2) 18 ივლისიდან 4 სექტემბრამდე.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2011 წლის 30 მაისიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში ქართული მედიის მიერ გარემოს დაცვის საკითხების გაშუქების შესწავლის მიზნით ჩაატარა შემდეგი მედიის საშუალებების მონიტორინგი: გაზეთები „ალია“, „რეზონანსი“, „ახალი თაობა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“. კვლევის დროს მოხდა არსებული ტენდენციების გაანალიზება და შეგროვდა ინფორმაცია რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შესახებ.
კვლევა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს განვითარების პროგრამის მედიის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორებს და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.
ქართულ მედიაში გარემოს დაცვის საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში