კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გლობალური მშვიდობის რეიტინგში საქართველო 141-ე ადგილზეა

13 ივნისი, 2012

გლობალური მშვიდობის რეიტინგში საქართველო 141-ე ადგილზეა. კვლევა ორგანიზაცია „კაცობრიობის ხედვამ“ (Vision of Humanity) ჩაატარა.

რუსეთი კვლევაში 153-ე ადგილზეა. სომხეთი რეიტინგში 115-ეა; 130-ეა თურქეთი, ხოლო აზერბაიჯანი- 132-ე.

კვლევის მიხედვით, რეიტინგის სათავეშია დანია, ხოლო უკანასკნელ, 158-ე ადგილზეა - სომალი.

რეიტინგი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შედგა. ეს კრიტერიუმებია: საზოგადოებაში კრიმინალის აღქმა; მკვლელობები; დაკავებული მოსახლეობა; იარაღის ხელმისაწვდომობა; ორგანიზებული შიდა კონფლიქტი; ძალადობრივი დემონსტრაციები; ძალადობრივი კრიმინალი; პოლიტიკური არასტაბილურობა; პოლიტიკური ტერორი; იარაღის იმპორტი; ტერორისტული აქტები; შიდა კონფლიქტის შედეგად სიკვდილიანობა; სამხედრო დანაკარგი; შეიარაღებული ძალების პერსონალ; გაერო-ს სამშვიდობოების დაფინანსება; მძიმე იარაღი; სამხედრო შესაძლებლობა; იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა; მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა; ბრძოლა კონფლიქტებსა და გარე კონფლიქტების შედეგად სიკვდილიანობა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები