15:35, Thursday, 23.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის განცხადება საქართველოს შესახებ

08.06.2012

2012 წლის 6 ივნისი, ბრიუსელი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი. პირველი სამუშაო ჯგუფი - დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და სტაბილურობა.

განცხადება საქართველოს შესახებ

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. ახალი პარლამენტი უზრუნველყოფს ქვეყნის გარდაქმნას საპარლამენტო რესპუბლიკად და ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას 2010 წლის 15 ოქტომბრის საკონსტიტუციო ცვლილელების შესაბამისად.

მართალია უკვე არსებობს იმის წინაპირობები რომ მომავალი არჩევნები იქნება კონკურენტული, კიდევ რჩება გამოწვევები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების კუთხით.

2012 წლის თებერვალში ქართული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაიწყო კამპანია სახელწოდებით „ეს შენ გეხება“, რომლის მიზანია გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა და გაუმჯობესდეს წინასაარჩევნო  გარემო. კამპანიის მიერ შემუშავებული ბევრი წინადადება უკვე აისახა ეროვნულ კანონმდებლობაში 2012 წლის მაისში შეტანილ ცვლილებებში.

2012 წლის 7 მაისს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინეს პარლამენტს, რომელიც მიღების შემთხვევაში გახდება საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტი. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ცვლილებათა პაკეტში must-carry და must-offer პრინციპების შეტანა, ვინაიდან ისინი უზრუნვეყოფენ პლურალისტული მედიის მისაწვდომობას ქვეყანაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის პირველი სამუშაო ჯგუფის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას:

• უზრუნველყონ პლურალისტული მედიის ხელმისაწვდომობა და თანაბარი სატელევიზიო ეთერი ყველა პოლიტიკური პარტიისათვის საარჩევნო პერიოდში;
• შექმნას ფორუმი პოლიტიკური დებატებისათვის;
• დახვეწოს ხმების დათვლის პროცედურა არჩევნების დღეს
• დაარეგულიროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

ამას გარდა მოვუწოდებთ ევროკავშირს მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას შეიქმნას თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო და მედია გარემო ქვეყანაში.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC