კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროში „თავისუფალი საქართველოს“ აქტივისტი ცემეს

18 ივნისი, 2012
დედოფლიწყაროს რაიონის სოფელ საბათლოში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აქტივისტი 25 წლის ატო ოვსეპიანი ცემეს. როგორც ატო ოვსეპიანის დედამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მისი შვილი უგონო მდგომარეობაშია, პოლიცია და სასწრაფო კი შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე არ მისულან. 

„მინდორში იყო წასული, საზამთროს ბაღში მუშაობს. იქ რა მოხდა, არ ვიცი. შემატყობინეს, რომ უგონოდ იყო. მაგრად არის ნაცემი. ვინ ცემა და რა მოხდა ჯერ ვერ გეტყვით“, – აღნიშნა ლიანა ოვსეპიანმა.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამილა გურაშვილის განცხადებით, ერთი კვირის წინ, ატო ოვსეპიანს პარტიის გაზეთი გაატანა სოფელში გასავრცელებლად, რის  გამოც სოფლის გამგებელი ატო ოვსეპიანს დაემუქრა. „ემუქრებოდნენ, რომ ოპოზიციას თავს თუ არ დაანებებ, პრობლემები შეგექმნებაო. ლიანას და ბიბლიოთეკაში მუშაობს და ისიც დაიბარეს გამგეობაში. სოფლის გამგებელმა ატო არაერთხელ გააფრთხილა, ფრთხილად იყავიო“, – განაცხადა გურაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა საბათლოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთან დავით გუნდაძესთან დაკავშირება ვერ შეძლო, მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები