01:44, Tuesday, 21.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თიანეთში „ქართული ოცნების“ წევრს სოციალური დახმარება მოუხსნეს

18.06.2012
თიანეთის რაიონის სოფელ დორეულებში მცხოვრებ 51 წლის ნუგზარ ნადირაშვილს სოციალური მომსახურების სააგენტომ საარსებო შემწეობა შეუწყვიტა. ნადირაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია და საარსებო შემწეობაც მას შემდეგ შეუწყდა, რაც ის თიანეთში კოალიციის წევრებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.

„15 მაისს, თიანეთის კულტურის სახლში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრა უნდა გამართულიყო. რომ გაიგეს, შეხვედრა იყო, დილით, 8 საათზე, სახლიდან გასულს სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მურად დორეული და სოციალური აგენტი ბესიკ გიგაური დამხვდნენ. რწმუნებულს ხმა არ ამოუღია, ბესიკ გიგაური კი ძალიან აქტიურობდა. მაშანტაჟებდა, შეხვედრაზე თუ წახვალ, დახმარებას მოგიხსნითო. მეორე დღესვე ბესიკ გიგაური გზაში დამხვდა და მითხრა, შეხვედრაზე როტომ იყავი, მაგ კოალიციაში რატომ შეხვედი, ჩვენთან გადმოდიო. იძულებული გავხდი დახმარების შეწყვეტის დოკუმენტზე ხელი მომეწერა“, – აღნიშნა ნუგზარ ნადირაშვილმა.
 
ნუგზარ ნადირაშვილის თქმით, 30 ლარიანი საარსებო შემწეობა მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.
 
ნუგზარ ნადირაშვილი ერთსართულიან სახლში, მძიმე პირობებში ცხოვრობს. სახლი ავარიულ მდოგმარეობაშია, სახურავიდან წყალი ჩადის, კედლები დაბზარულია და ინგრევა, კარ–ფანჯარა მოძველებული და შეუმინავია. ნადირაშვილს მხოლოდ ერთი მორყეული საწოლი, ორი სკამი, ერთი მაგიდა და კარადა აქვს.
 
„სახლში არც ქათამი მყავს, არც ძროხა. მხოლოდ ერთი ვირი მყავს. დახმარებას 2008 წლიდან ვიღებდი. ჩვენი სოფელი ოპოზიციურად განწყობილია. ბესიკ გიგაური დადის და ყველას აშანტაჟებს, რომ დახმარებას მოგიხსნითო. აქ უმეტესად გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს, ახალგაზრდები უმუშევრები არიან. ეუბნებათ, თუ ივანიშვილის პარტიას შეუერთდებით, დახმარებას მოგიხსნითო“, – ამბობს ნუგზარ ნადირაშვილი.
 
სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის განყოფილების სოციალური აგენტი ბესიკ გიგაური ნუგზარ ნადირაშვილის ბრალდებას უარყოფს.
 
„მისთვის დახმარება არ მოუხსნიათ, ეგ სიცრუეა. მე არავის არ ვაშანტაჟებ. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ რაც შეგვიძლია და ეგ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ მასთან კარგი ურთიერთობის მეტი არაფერი არა გვაქვს. სადაც უნდა იქ წავიდეს, ჩვენ არ ვუშლით“, – განაცხადა ბესიკ გიგაურმა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC