კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Gerber–ის დანებით შეიარაღებული „სამხედროები“ სოფლებში

19 ივნისი, 2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კახეთში 500–მდე ადამიანს, რომლებმაც ნებაყოფლობითი რეზერვის ფარგლებში 5 დღიანი წვრთნა გაიარეს, თავდაცვის სამინისტრომ Gerber–ის ფირმის დანები დაურიგა. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი მოსიაშვილის განცხადებით, სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცები სოფლებში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების აღიცხვასაც ახორციელებენ.

„პარასკევს, ქვეყნის მაშტაბით დასრულდა პირველი გაწვევის ხუთდღიანი გადამზადების კურსი სახელწოდებით „დაიცავი შენი სოფელი“. მეორე დღეს, შაბათს, თითქმის ყველა სამხედრო ბაზამ მიიღო მეორე გაწვევა. წარმოუდგენელია ხუთ დღეში ელემენტარულად იარაღის მოხმარების შესწავლა. დღეს, სხვადასხვა სოფლებში გამოჩნდენ სამხედრო უნიფორმით და ცივი იარაღით, კერძოდ, Gerber–ის დანებით არჭურვილი „ლიდერები“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიაშვილმა.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, ზოგიერთ სოფელში უკვე „გადამზადებული“ რეზერვიდან შეირჩნენ ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლებამ „ლიდერები“ უწოდა. „მათ საქმიანობას წარმოადგენს სოფელში მოსახლეობის განწყობის შესწავლა, რეზერვისთვის მოხალისეების მოზიდვა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ მისამართზე გადამზადებული მოხალისეების მობილიზება და ა.შ.“ – აღნიშნა მოსიაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს სალომე მახარაძეს ვერ დაუკავშირდა. მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ნებაყოფლობით რეზერვში გაწვევა კახეთში მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ლეიტენანტი ნიკა ლომიძე კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებდა, რომ რეზერვს იარაღი განგაშის გამოცხადების შემთხვევაში დაურიგდებოდა და ხალხი თავის სოფლებს დაიცავდა. მისივე თქმით, განგაშში იგულისხმება საბრძოლო სიტუაციები, საგანგებო მდგომარეობა და ა.შ.

შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე პირველად განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ - ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. მისი თქმით, არჩევნების წაგების შემთხვევაში დაჯგუფებებს ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებისთვის გამოიყენებს.

ალასანიას განცხადებას თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ უპასუხა. მინისტრმა განმარტა, თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე თვეა სარეზერვო სისტემას ქმნის, თუმცა მხარეებს შორის დაპირისპირებისას მათი გამოყენება არ შეიძლება. „სამუშაო რამდენიმე რეგიონში ჩატარდა, სარეზერვო სამსახურები შექმნილია და დაახლოებით 40 ათასი ადამიანია გაწევრიანებული. ჯამში, 100 ათასი მოხალისე გვეყოლება. ეს მოხდება ყველა რეგიონში, უბრალოდ, იმ რეგიონებიდან დავიწყეთ, რომელიც ადმინისტრაციული საზღვარია. ამ ყველაფრის უკან სისულელეები არ უნდა დაინახო, რეზერვისტები საომარი ვითარების დროს, ჯარისკაცების დახმარების და სტიქიური უბედურებების დროს, დამხმარე საშუალებაა, მხარეებს შორის დაპირისპირებისას კი მათი გამოყენება არ შეიძლება“, - განაცხადა ახალაიამ.

ნებაყოფლობით რეზერვთან დაკავშირებით 9 აპრილს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. მისი თქმით, ვინც რეზერვისტთა იდეაზე ხელს აღმართავს ის საქართველოს მტერს ემსახურება.

ამ თემაზე: მასობრივი გაწვევა კახეთში - „განგაშის გამოცხადების შემთხვევაში რეზერვს იარაღი დაურიგდება“

ახალი ამბები