ელჩ ფილიპ დიმიტროვის განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების სახელით
20.06.2012
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგის მორიგი რაუნდი 26 ივნისს თბილისში გაიმართება.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგი ორმხრივი პროცესია. ის საშუალებას იძლევა, აღიარებულ იქნას წინსვლა და წამოიჭრას ის საკითხები, ცალკეული საქმეების ჩათვლით, რომელიც შეშფოთებას იწვევს.
დიალოგის წინა რაუნდის შემდეგ, რომელიც 2011 წლის ივნისში ჩატარდა, გაგრძელდა წინსვლა სამართლებრივი რეფორმის, აღმსარებლობის თავისუფლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით. ასევე აღნიშნა, რომ 2011 წლის მაისის შემდეგ ჩატარებული დემონსტრაციების უმეტესობა მოწესრიგებულად მიმდინარეობდა.
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ევროკავშირი მოელის, რომ შემდგომი წინსვლა იქნება მიღწეული ტოლერანტული და პლურალისტული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისა და ზეწოლისა ან სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებულ განცხადებებზე სწრაფად რეაგირების მიმართულებით.
დისკუსიები ასევე შეეხება საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორისაა პატიმართა დიდი რაოდენობა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ანგარიშვალდებულება, უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირება და ადამიანის უფლებების მდგომარეობა სეპარატისტულ რეგიონებში.
ევროკავშირი კვლავ წამოჭრის შრომითი უფლებებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობის საკითხს, განსაკუთრებით არსებული პრეფერენციების გენერალიზებული სისტემისა (GSP+) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების კონტექსტში.
დიალოგის მორიგი რაუნდის წინ, 21-22 ივნისს, ევროკავშირი ორგანიზებას გაუწევს სემინარს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, რომელზეც ყურადღება გამახვილდება სამართლისა და შრომის საკითხებზე.
Npo.ge
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

