კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ტრეფიკინგის თემაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოეხმაურა

21 ივნისი, 2012

ინტერპრესნიუსი

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად მომზადებულ ანგარიშში, საქართველო შეფასების უმაღლეს კატეგორიაში – პირველ კალათაში ინარჩუნებს ადგილს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა 21 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშის მიხედვით სახელმწიფოები სამ კატეგორიად იყოფიან: პირველ კალათაში შედიან ის სახელმწიფოები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის მძიმე ფონების აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს, მეორე და მესამე კალათაში კი ხვდებიან ის სახელმწიფოები, რომლებიც ნაწილობრივ აკმაყოფილებენ ან სრულიად ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ სტანდარტებს.

ბურჯალიანის განმარტებით, მეხუთე წელია, საქართველო პირველ კალათაშია წარმოდგენილი.

მისივე შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ფინანსური სახსრები პრევენციულ ღონისძიებებზე, მსხვერპლთა თავშესაფარსა და პროფესიონალთა გადამზადებაზე.

ბურჯალიანის განცხადებით, მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ 2011 წელს საქართველომ წარმატებით გამოიძია ტრეფიკინგის შემთხვევები და პასუხისგებაში მისცა 5 დამნაშავე. მათი სასჯელები კი განისაზღვრა 6-დან 19 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანგარიშში ასევე დეტალურად არის ასახული იმ მრავალფეროვანი პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომელიც დაფინანსდა სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და განხორციელდა როგორც სახელმწიფო მოხელეების, ასევე არასამთავრობო სექტორის მიერ.

„ტრეფიკინგი არის ტრანსნაციონალური დანაშაული და ხშირ შემთხვევაში არის ორგანიზებული დანაშაული. სწორედ ამიტომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია საერთაშრისო თანამშრომლობა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან, რათა ჩვენი ძალისხმევა გაერთიანდეს და უფრო ეფექტური იყოს ბრძოლა“, - განაცხადა თინათინ ბურჯალიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ტრეფიკინგის შესახებ 20 ივნისს გავრცელდა. ანგარიშში 186 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო არის ქალების სექსულური ტრეფიკინგის და კაცების და ქალების იძულებითი სამუშაოს განმახორციელებელი ქვეყანაც, წყაროც და ტრანზიტიც. ანგარიშის მიხედვით, ქალები და გოგონები სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან როგორც თავად ქვეყანაში, ასევე თურქეთში და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წლებში ასეთი შემთხვევები ეგვიპტეში და სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში უზბეკეთიდან(შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც) ჩამოყვანილი გოგონები იძულებით პროსტიტუციაში ჩააბეს, კერძოდ საუნებში, სტრიპტიზ-კლუბებში და სასტუმროებში.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული, კაცები და ქალები იძულებითი მუშაობის მსხვერპლნი არიან საქართველოში, ხოლო ქართველები იძულებითი მუშაობის მსხვერპლნი არიან რუსეთში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში. გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში უცხოელები სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაზე და სახლის დამლაგებლებად იძულებით ამუშავეს.

„გასულ წლებში თურქი მამაკაცები გახდნენ იძულებითი შრომის მხვერპლნი ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არ არის“, - ნათქვამია ანგარიშში.

აქვე მოყვანილია ე.წ. ქუჩის ბავშვების პრობლემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც საქართველოში ხშირად აქვს ადგილი მათ ექსპლუატაციას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ აიძულებენ მათხოვრობას და ქურდობას და ზოგჯერ ამ იძულებას საკუთარი მშობლები ახორციელებენ.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. თუმცა, იმ პერიოდში, რა დროშიც ეს კვლევა ჩატარდა, საქართველოს მთავრობამ ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების რაოდენობა გაზარდა, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართული ტრეინინგების დაფინანსება, საინფორმაციო კამპანია.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, რომ უფრო მეტი მეთოდები იქნას გამოყენებული ტრეფიკინგის პოტენციური მსხვერპლის აღმოსაჩენად;

ახალი ამბები