კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერეთში დაპირისპირებისას ჟურნალისტებიც დაზარალდნენ

27 ივნისი, 2012

26 ივნისს, მერეთში მომხდარ  ჩხუბში ჟურნალისტებიც დაზარალდნენ. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტის, ნოდარ სხირტლაძის თქმით, მას და მის ოპერატორს უცნობი პირები აგრესიულად ექცეოდნენ და ხელს ურტყამდნენ.

„ჩვენს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. რამდენჯერმე ჩემს ოპერატორს დაარტყეს, მეც მომხვდა ხელი. გვეუბნებოდნენ, გაეთრიეთ ნუ იღებთო. გვაგინებდნენ. ადგილობრივებმა მითხრეს, რომ ესენი არიან ყოფილი სპორტსმენები, სოფელ დიცის მცხოვრებლები. ასეთი ინფორმაცია მომაწოდეს ადგილობრივებმა და „ქართული ოცნების“ წევრებმა“, – ამბობს ნოდარ სხირტლაძე.

დაპირისპირების დროს დაზიანდა საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის მანქანაც. ამის შესახებ Media.Ge-ს "ინფო 9"-ის ჟურნალისტმა შორენა გონგლაძემ აცნობა.

26 ივნისს ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია მხარდამჭერებთან ერთად სოფელში მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ივანიშვილის მიმართ გაისმა შეძახილები: „რუსეთის აგენტო“ წადი!

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა მოაწყეს. მათი ინფორმაციით, ყველაზე მეტად გორის სამაშველო სამსახურის უფროსი, კახა ლომიძე აქტიურობდა. მას მთელი სამსახური მერეთში ჰყავდა მობილიზებული. გარდა ამისა, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებას მხარდამჭერი სპორტსმენები მეზობელი სოფლებიდანაც ჰყავდა მოყვანილი. ოპოზიციის ცნობით, ისინი ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდნენ და ქალებს და ახალგაზრდებს ურტყამდნენ. კოალიციის წარმომადგენელის, სოსო ვახტანგაშვილის თქმით, „უკვე დროა საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს საარჩევნო პროცესებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას ვითარება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს“. 

„ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა მოსახლეობასთან ჩაიშალა, რადგან პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით ირაკლი ალასანიამ და ბიძინა ივანიშვილმა მერეთი დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“, გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ზურაბ ჩინჩილაკაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ამ ინციდენტთან „ნაციონალურ მოძრაობას“ კავშირი არა აქვს. ჩინჩილაკაშვილი მომხდარ ინციდენტს გმობს და აცხადებს, რომ ყველა პარტიას მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალება უნდა მიეცეს.

დაპირისპირების ამსახველი კადრები იხილეთ "პალიტრა TV" მასალაში: http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/18826-ra-mokhda-merethshi-bidzina-ivanishvilis-stumrobisas-dapirispirebis-kadrebi.html

გოგა აფციაური, გორი, Media.ge

ახალი ამბები