კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ

9 ივლისი, 2012

უფლებადამცველი ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”  შეშფოთებულია აზერბაიჯანული გაზეთის, “ტოლიშ სიადოს” რედაქტორის, ხილარ მამედოვის წინააღმდეგ წარმართული სასამართლო მოკვლევით, რის შედეგადაც მას, შესაძლოა სამუდამო პატიმრობა დაემუქროს.

გილარ მამედოვი 21 ივნისს ჰეროინის შენახვის ბრალდებით დააკავეს. გუშინ 4 ივლისს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში კი, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა, მამედოვი ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, 1992 წელს ის ინფორმაციის მისაწოდებლად დაზვერვის ირანელმა თანამშრომელმა, აბდალ ალი ჰამზაიევ ოღლუმ დაიქირავა.

ამ ბრალდების გამო მამედოვს შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

„ეს აბსურდია და იმის მაჩვენებელია, რომ ირანულ და აზერბაიჯანულ უშიშროებას შორის დაძაბულობაა. ეს ესკალაცია უნდა დასრულდეს. აღმაშფოთებელია, რომ აზერბაიჯანში ჟურნალისტების და აქტივისტების ამ მანერით დაპატიმრება გრძელდება. დაჟინებით მოვითხოვთ, რომ მამედოვი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს“, - ნათქვამია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2008 წელს იგივე გამოცემის ჟურნალისტ ნოვრუზალი მამედოვს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ეთნიკური შუღლის გაღვივებისა და ჯაშუშობის ბრალდებით. 2009 წელს წამების შედეგად, იგი ბაქოს ციხეში გარდაიცვალა.

Media.ge

ახალი ამბები