კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღია წერილი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს და დეპუტატებს

11 ივლისი, 2012

ღია წერილით მივმართავთ ბ-ნ სერგეი ნარიშკინს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავჯდომარეს და სათათბიროს დეპუტატებს - რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლებიც ეხება არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობების რეგულაციას, რომლებიც თითქოსდა ასრულებენ უცხოური აგენტების ფუნქციებს.

ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს კოლეგებს სახელმწიფო სათათბიროში, შეაჩეროთ ზემოთ ხსენებული საკანონმდებლო ცვლილების პროექტის განხილვა არაკომერციული ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციების) შესახებ, რომელიც ჩანიშნულია 13 ივლისს.

წარმოდგენილი ცვლილებებით პოლიტიკურ საქმიანობებში ჩართული ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თანხებს იღებს საზღვარგარეთიდან, შესაძლოა, დახასიათდეს როგორც „უცხოელი აგენტი“ და მათ მოეთხოვებათ ცალკე დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროში. ასეთი არასამათვრობო ორგანიზაცია ვალდებული იქნება, იმოქმედოს მკაცრი აუდიტის და ანგარიშის წარმოდგენის მოთხოვნის შესაბამისად, ან დაეკისრება მკაცრი ფინანსური სასჯელები, ექვსთვიანი აკრძალვები და ასევე - თანამშრომლების დაპატიმრებაც. არსებობს უკანონო და შერჩევითი შეზღუდვების დაკისრების სერიოზული საფრთხე მთლიანად რუსული სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობებზე.

კანონპროექტის წარდგენიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში, 29 ივნისს, პარასკევს, თქვენ კანონპროექტის განხილვა შეიტანეთ სათათბიროს რეგლამენტში, მეორე განხილვით მოსასმენად, ისე, რომ არ გამართულა კონსულტაციები იმ დაინტერესებულ მხარეებთან, რომლებიც შეიძლება გახდნენ აღნიშნული ცვლილებების ობიექტები. თუ მიიღებთ აღნიშნულ ცვლილებებს, რუსეთის ფედერაცია ცალსახად დაარღვევს მის ვალდებულებებს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის წინაშე, განსაკუთრებით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს. სახელმწიფო სათათბირომ უნდა გამართოს უფრო ხანგრძლივი დისკუსია და შეფასება როგორც მისი წევრებისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და სამთავრობო უწყებებისთვის.

ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით ჩვენს მთავარ შეშფოთებას იწვევს შემდეგი:

• „უცხოელი აგენტის“ ცნება ცალსახად უკავშირდება მის დაფინანსების წყაროს და არ აღიარებს და ითვალისწინებს ორგანიზაციის ავტონომიურობას და მის საქმიანობებს;

• პოლიტიკური აქტივობების ფართომასშტაბიანი დეფინიცია ცვლილებათა პაკეტში საშუალებას იძლევა მოხდეს აღნიშნული კანონის უკანონოდ და შერჩევით გამოყენება;


• მკაცრი კონტროლი მყარდება „უცხოელ აგენტად“ შერაცხული არაკომერციული ორგანიზაციის ნებისმიერ საქმიანობაზე, დამატებითი აუდიტისა და ანგარიშების მომზადების მოთხოვნებით. თუ რომელიმე ორგანიზაცია არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნებს, მისი მენეჯერი დაჯარიმდება 300 000 რუბლით (7 300 ევრო) ან 2 წლამდე პატიმრობით.

როგორც რუსული არაკომერციული ორგანიზაციების პატრნიორები, ჩვენ ვგმობთ წარმოდგენილ ცვლილებებს, რომელიც „უცხოელი აგენტის“ დისკრიმინაციულ დამღას დაასვავს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან. მათი საქმიანობის მიზანია, მოხდეს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების ხელშეწყობა, რაზეც აღნიშნული ტერმინის უარყოფითი კონოტაცია განსაკუთრებულ ზეგავლენას მოახდენს. მოგიწოდებთ, დღესვე უარი განაცხადოთ წარმოდგენილი ცვლილებების კანონში შეტანაზე.

პატივისცემით,

აგორა, რუსეთი 
 
Article 19

სამოქალაქო უფლებათა დამცველები

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, სომხეთი
 
ინდექსი ცენზურაზე

Frontline Defenders

ჰელსინკის ფონდი ადამიანის უფლებებისათვის

აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი „მოქალაქეები კორუფციის წინააღმდეგ,“ ყირგიზეთი

ფონდი - ადამიანის უფლებათა სახლი

Human Rights Watch

მოლდავეთის დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ცენტრი

აზერბაიჯანის ინსტიტუტი მშვიდობისა და დემოკრატიისთვის

საერთაშორისო პარნტიორობა ადამიანის უფლებებისათვის, (IPHR) ბრიუსელი

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „წამების წინააღმდეგ კომიტეტი“

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

Observatory ადამიანის უფლებადამცველების დაცვისათვის -
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციისა (FIDH) და
წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT) ერთობლივი
პროგრამა

საერთაშორისო პენი

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე

საერთაშორისო გამჭვირვალობა

2012 წლის 10 ივლისი

ახალი ამბები