კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდია „მონიტორის“ ოფისი გაძარცვეს

24 ივლისი, 2012
21 ივლის,  გვიან ღამით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა საგამოძიებო ფილმების სტუდია „მონიტორის“ ოფისი გაძარცვეს.

„წაღებულია ახალი ვიდეოკამერები,  ახალი სამონტაჟო აპარატები, კომპიუტერები, მათ შორის 6 ნოუთბუკი. ოფისში მხოლოდ გარე ვინჩესტერები დატოვეს“, - უთხრა Media.Ge-ს გიორგი მგელაძემ, სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტმა.

მისივე განცხადებით, სტუდიის ოფისი ბოლო თანამშრომელმა 21 ივლის, საღამოს 9 საათზე დატოვა. 22 ივლისს დღის 12 საათზე „მონიტორის“ ხელმძღვანელი, ნინო ზურიაშვილი ოფისში მივიდა და იქაურობა გაძარცვული დახვდა. შესასვლელი კარების საკეტები გატეხილი იყო.

მგელაძის თქმით, სტუდია ორი კვირის წინ გადავიდა ახალ ოფისში, შევჩენკოს ქუჩის  #5-ში,  საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც   პარლამენტის შენობიდან 100 მეტრის დაშორებით მდებარეობს. „ჩვენ ის ლეპტოპებიღა შემოგვრჩა, რომელიც შაბათ-კვირას სამუშაოდ სახლებში გვქონდა წაღებული“, - თქვა მან.

სტუდია „მონიტორი“ ცნობილია თავისი საგამოძიებო ფილმებით. მისი ჟურნალისტები  იძიებენ მოხელეთა კორუფციის ფაქტებს, ბიზნესზე ზეწოლის, ადამიანის უფლებათა დარღვევის და სხვა კანონსაწინააღმდეგო  შემთხვევებს.  სტუდიის საგამოძიებო ფილმები ვრცელდება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით, ასევე - ინტერნეტში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას „სტუდია მონიტორის“ გაქურდვის ფაქტზე დროული და ეფექტიანი გამოძიებისაკენ მოუწოდებს. ქარტიის განცხადებაში, რომელიც 23 ივლისს გავრცელდა აღნიშნულია, რომ სტუდია „მონიტორის“ გაძარცვის ფაქტი უმძიმესი დარტყმაა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაზე.

„ძალზე მძიმეა, როცა წლობით შექმნილი სტუდია ერთ დღეში ნადგურდება და საგამოძიებო საქმიანობით დაკავებული ჟურნალისტები ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე რჩებიან.

ჟურნალისტთა დამოუკიდებელი და უსაფრთხო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, გაატარონ მაქსიმალურად ეფექტური ზომები დამნაშავეთა გამოსავლენად და პასუხისმგებლობაში მისაცემად“, - აცხადებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.

Media.ge

ახალი ამბები