12:20, Wednesday, 23.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საიას განცხადება „ქართული ოცნების“ აქტივისტების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით

01.08.2012
 
 
2012 წლის 30 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გაავრცელა განცხადება ამა წლის 26 და 27 ივლისს „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის წევრებისა და პროექტ „კარდაკარში“ მონაწილე 15 პირის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ამა წლის 26 და 27 ივლისს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ორგანიზაციის წევრებისა და პროექტ „კარდაკარში“ მონაწილე 15 პირის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით. ამასთან, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საბანკო ანგარიშები ასევე დაუყადაღეს „ქართული ოცნების“ 4 აქტივისტს ზუგდიდში.

ამ დრომდე საბანკო ანგარიშების მფლობელებისათვის უცნობია ყადაღის დადების საფუძველი, დასაბუთება და მტკიცებულებები. მათივე განმარტებით, არ ჩაბარებიათ შესაბამისი გადაწყვეტილებაც. ამგვარად, ამ ეტაპზე ისინი მოკლებულნი არიან რაიმე ტიპის სამართლებრივი რეაგირების მოხდენის შესაძლებლობას. ქართული კანონმდებლობა ყადაღის რამდენიმე სახეს იცნობს, რომელნიც განსხვავებული რეგულირების სფეროში არიან მოქცეულნი. მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე გამოტანილი დაყადაღების გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მხოლოდ 48 საათია, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისათვის დროულად მიწოდების მნიშვნელობას.  ამ ეტაპზე უცნობია, ყადაღის რომელი სახეა გამოყენებული, კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით ხდება აღნიშნული ღონისძების გამოყენება ან რომელი კანონი უდევს მას საფუძვლად. მიუხედვად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას მასშტაბური ხასიათი აქვს, რასაც მედიით გავრცელებული ინფორმაცია მოწმობს, ამ დრომდე არც ერთ უწყებას ოფიციალური განმარტება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ პასუხისმგებელ უწყებებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ დაყადაღებული საბანკო ანგარიშების მფლობელებს ინფორმაცია დაყადაღების საფუძვლის შესახებ, თითოეულ მათგანს გადასცენ შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილებები და გააცნონ საქმეში არსებული მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს დაინტერესებული პირების უფლება მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებასა და სამართლიან სასამართლოზე. გამომდინარე იქედან, რომ ოპოზიციური კოალიციის - ქართული ოცნების აქტივისტების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას მასშტაბური ხასიათი მიეცა, მოვუწოდებთ შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს საჯაროდ განმარტონ ყადაღის დადების საფუძვლები და გააცნონ საზოგადოებას აღნიშნული გადაწყვეტილების ჯეროვანი დასაბუთება.

ამასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას უფასო სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს ყველა იმ პირს, რომელთა საბანკო ანგარიშების მიმართაც ყადაღის ღონისძიებაა გამოყენებული. სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ  მიმართონ ორგანიზაციის შესაბამის რეგიონულ ოფისს“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC