კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ განცხადება - პოლიცია პოლიტიზებულია

31 ივლისი, 2012

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრებმა მოვიპოვეთ ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლის, შმაგი ურატაძის კუთვნილი ჩიპი, რომელშიც ჩაწერილი სხვადასხვა ინფორმაცია და მოხსენებითი ბარათები ადასტურებს, რომ პოლიცია უხეშად და უკანონოდ ერევა წინასაარჩევნო პროცესში.

ამ მასალებით ირკვევა, რომ პოლიცია  სასამართლოს სანქციის გარეშე აწარმოებს თვალთვალს და აგროვებს ინფორმაციას სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების პოლიტიკური შეხედულებების, ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების, მათ შორის, ამ ადამიანების პერსონალური მონაცემების (პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები) თაობაზე.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პოლიციის მიერ შეგროვებულ ინფორმაციაში ცალკეა გამოყოფილი იმ ადამიანთა მონაცემები, რომელთაც უყენიათ სატელიტური თეფშები, ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერი, რომელიც „ხელმძღვანელობს ანტენების შემოტანას“, აგრეთვე, ერთ-ერთი ოპოზიცური გაერთიანების, ”ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ”კომპანიაში დასაქმებული პირების” ვინაობა. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიციელი ურატაძე ამ „შრომატევად“ სამუშაოს ასრულებდა არა საკუთარი ინიციატივით, არამედ თავისი ხელმძღვანელობის დავალებით. თუკი აღნიშნული ფაქტი დადასტურდება, ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ძალოვანი უწყება ეწევა ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას და, ფაქტობრივად, ასრულებს პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას, რომელიც ემსახურება არა კანონის დაცვას, არამედ მმართველი პარტიის  ინტერესებს.

ჩვენ გადავამოწმეთ პოლიციელ შმაგი ურატაძის მიერ მოგროვებული ინფორმაცის ნაწილი, რის შედეგადაც დადასტურდა პოლიციელის მიერ მოპოვებული ინფორმაციის ნამდვილობა. კოალიციას არ გაგვაჩნია არც შესაძლებლობა და არც უფლებამოსილება, ჩავატაროთ სრულფასოვანი გამოძიება პოლიციელის ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს მასალა ვერ ჩაითვლება პოლიციის უკანონო საქმიანობის უტყუარ მტკიცებულებად. მიუხედავად ამისა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მნიშვნელობიდან, საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოს თაობაზე ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ საჭიროდ, ჩვენამდე მოსული მასალა თითქმის უცვლელი სახით (გარდა ჩიპში არსებული მოქალაქეების  პერსონალური ინფორმაციისა) გაგვეხადა საჯარო.

მივმართავთ უშიშროების საბჭოს უწყებათაშორის კომისიას: მასალაში არსებული ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია მისი სასწრაფო შესწავლა. ბუნებრივია, შეუძლებლად მიგვაჩნია, ასეთი გამოძიების ჩატარება დაევალოს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, რადგანაც ზემოაღნიშნულ ინფორმაციაში საუბარია სწორედ მათ უკანონო, ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაზე. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ საგამოძიებო ორგანოებისთვის ელექტრონული ჩიპის გადაცემის შემთხვევაში არ მოხდება მასზე არსებული ინფორმაციის განადგურება ან შეცვლა.  ამიტომ მოგმართავთ წინადადებით, უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის და დადებს აღნიშნულ საკითხზე თავის დასკვნას. ხოლო ჩვენ მზად ვართ, ასეთ კომისიას გადავცეთ აღნიშნული ჩიპი და ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. 

 
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“

30.07.12.

ახალი ამბები