19:28, Friday, 31.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სანდრო ბარამიძე: „არ არსებობს კანონი, რომელიც პირს საკუთარი თანხის ანგარიშიდან მოხსნას უკრძალავს“

09.08.2012
არ არსებობს კანონი, რომელიც პირს საკუთარი თანხის ანგარიშიდან მოხსნას უკრძალავს და შესაბამისად, აუდიტის სამსახურის მოთხოვნა კახი კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკანონოა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ აუდიტის სამსახურის მოთხოვნაზე საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიხედვით, კალაძემ და ივანიშვილმა საკუთარი ანგარიშებიდან ნაღდი ფულით მოხსნილი დიდი ოდენობის თანხები ანგარიშზე უნდა დააბრუნონ.

„არ ვიცი კანონი, რომელიც პირს საკუთარი ფულის ანგარიშიდან მოხსნას უკრძალავს. ასეთი აკრძალვა არ არსებობს. ამასთან, ვერ გამოვიყენებთ ვერავითარ სამართლებრივ გზას იმისათვის, რომ კონტროლის პალატის ეს უკანონო მოთხოვნა სხვა უკანონობაში არ გადაიზარდოს“, - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

ფინანსური მონიტორინგის სამსახური კახი კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ, კუთვნილი ანგარიშებიდან დანიშნულების მითითების გარეშე ნაღდი ფულის მოხსნაზე საუბრობს და ამ თანხების ანგარიშებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
როგორც აუდიტის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს. კერძოდ, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მილიონობით ლარის ხარჯვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტის დადასტურების მიზნით, ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს გაეგზავნათ წერილი, რათა წარმოედგინათ დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაცია ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ, რაზეც დაუსაბუთებელი უარი განაცხადეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ძირითად მიზანს წარმოადგენს დარღვევების პრევენცია და არა სანქციების გამოყენება. პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნებიდან გამომდინარე, გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ორივე ფიზიკურ პირს მიეცა წინადადება დანიშნულების გარეშე, ნაღდი ფულის სახით გატანილი სოლიდური თანხები დააბრუნონ საკუთარ პირად ანგარიშებზე“, - აღნიშნულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC