კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანში „ქართული ოცნების“ აქტივისტს ემუქრებიან

9 აგვისტო, 2012

ვანის რაიონში „ქართული ოცნების“  აქტივისტების აღწერა შეიძლება დაიწყოს. სოფელ ჭყვიშის მცხოვრები დავით შარაშენიძე, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების” წევრია,  ვანის პოლიციის თანამშრომელს, სოფელ ჭყვიშის უბნის ინსპექტორს, ოთარ ბელთაძეს  მუქარაში ადანაშაულებს.

შარაშენიძის თქმით, ჭყვიშის უბნის ინსპექტორმა ოთარ ბელთაძემ იგი პოლიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ აქტივისტების მოსალოდნელი აღწერებისა და ნარკოლოგიური შემოწმებების შესახებ  გააფრთხილა.

„ბელთაძე სოფელში შემხვდა და მითხრა, რომ ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია ყველა უნდა ავღწერო და ნარკოლოგიუირ შემოწმება ჩავუტარო, მათ შორის შენცო. ეს გაფრთხილება კი არა მუქარა იყო“, - განაცხადა დავით შარაშენიძემ.

ოთარ ბელთაძე ვანის პოლიციის სამმმართველოში მუშაობს. მასთან დაკავშირება ვერ შევძელით, რადგან მობილურ ტელეფონზე ჯერ სხვა პიროვნება პასუხობდა, ხოლო შემდეგ  გამორთული ქონდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ვანის პოლიციის სამმმართველოდან კომენტარს სხვა არავინ აკეთებს.

მარი ტაბიძე, ვანი 

ახალი ამბები