15:28, Saturday, 01.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პოლიცია კახეთში „ქართული ოცნების“ წევრებს მასობრივად აჯარიმებს

13.08.2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

პოლიციის თანამშრომლები კახეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს მასობრივად აჯარიმებენ. ლაგოდეხში მცხოვრები მერაბ ივანაშვილი სამართალდამცავებმა ორი დღის განმავლობაში სამჯერ, სულ 340 ლარით დააჯარიმეს.

„ლაგოდეხიდან სოფელ ულიანოვკაში მივდიოდით სამი – ოთხი მანქანით, სულ ბოლოს მე მივდიოდი. სარკეში ვხედავდი, რომ უკან პოლიციის მანქანა მომყვებოდა. არაფერი დამიშავებია. 60–ით მივდიოდი. უცებ პოლიციის მანქანამ გადამისწრო და გაჩერება მომთხოვეს. პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ღერძულა ხაზი გადავკვეთე, რაც არ გამიკეთებია. მანქანაში 5 ადამიანი იჯდა. ყველა დამემოწმა, რომ მოძრაობის წესები არ დამირღვევია, მაგრამ 200 ლარიანი ჯარიმა მაინც დამიწერეს. 7 აგვისტოს, სოფელ კავშირში, ბენზინგასამართ სადგურთან ისევ გამაჩერეს და ისევ ჯარიმა დამიწერეს, 100 ლარიანი. ღერძულა ხაზი გადაკვეთეო. არც ამჯერად გადამიკვეთავს, რადგან ვხედავდი, რომ პოლიციის მანქანა მომყვებოდა. მეორე დღეს ლაგოდეხში ვიყავი, „ქართული ოცნების“ ოფისში. იქიდან რომ გამოვედი, დავჯექი მანქანაზე და სოფელში წამოვედი. პოლიცია ამედევნა, გამაჩერეს. მანქანაში სხვა მგზავრებიც იყვნენ. უსაფრთხოების ღვედი გადაჭერილი გვქონდა, მაგრამ პოლიციამ, არ გქონდათო. 40 ლარიანი ჯარიმა დამიწერეს“,– განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მერაბ ივანაშვილმა.

პოლიციის თანამშრომლებმა ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი კახაბერ კევლიშვილი 400 ლარით დააჯარიმეს. კევლიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არასწორი გასწრების მიზეზით ორჯერ შეუდგინეს. „პოლიციის თანამშრომლებს ვუთხარი, გასწრება არ გამიკეთებია საერთოდ და უკანონოდ მაჯარიმებთ მეთქი. ჩვენ ოქმს შევადგენთ და შენ სადაც გინდა იქ იდავეო, მითხრეს“, – აღნიშნა კახაბერ კევლიშვილმა.

ლაგოდეხში 100 ლარით დააჯარიმეს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი გია ბიწაძე. „ღერძულა ხაზის გადაკვეთაში დამადანაშაულეს, არადა არ გადამიკვეთავს, მაგრამ როგორ დავუმტკიცებ?“, – ამბობს ბიწაძე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა 5 და 9 აგვისტოს, კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის შტაბის წევრი ლევან ხვისტანიც დააჯარიმეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მას ავტომანქანის ბუნებრივ აირზე გადაყვანის საბუთის არქონის და მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით შეუდგინეს.

„ქართული ოცნების“ წევრების მასობრივ დაჯარიმებასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში და შსს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.

არც ერთ დაჯარიმებულს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოში არ გაუსაჩივრებია. მათი თქმით, გასაჩივრებას აზრი არ აქვს, რადგან არაფერი იცვლება.

სტატისტიკური მონაცემებით, 2010 – 2011 წლებში, თელავის, გურჯაანის და ყვარლის რაიონულ სასამართლოებს პოლიციის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით შედგენილი არცერთი ოქმი არ გაუუქმებია.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC