12:41, Friday, 05.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ნინო ზურიაშვილი: „რაც მოხდა, ეს არის პოლიციის დიდი სირცხვილი!“

27.08.2012
„საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა! აქ მე თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ!“-აცხადებს „გურია ნიუსთან“ საუბარში სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი, გამომძიებელი ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი, რომლის სტუდიაც ზუსტად 1 თვის წინ პირწმინდად გაქურდეს.

„ვთვლი, რომ რაც მოხდა, ეს არის სამართალდამცავი უწყების დიდი სირცხვილი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მთელს ევროპაში. სტუდიის 9 ჟურნალისტი ერთ დღესაც მივედით სამსახურში და კარადების გარდა აღარაფერი დაგვხვდა. ფაქტობრივად, მთელი სტუდია გაიტანეს და ქურდს ვერ პოულობენ“, - აცხადებს ჟურნალისტი.

სტუდია „მონიტორი“, რომელიც პარლამენტიდან 50 მეტრში მდებარეობს, 22 ივლისის ღამეს გაქურდეს. ზურიაშვილის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ყუთებით ეზიდებოდნენ ტექნიკას და ვერავინ ვერაფერი დაინახა უბანში, სადაც ყოველ წუთს გადაადგილდება პატრული და სახელმწიფო დაცვის სამსახური. არაფერს ამბობენ მეზობლებიც, რომლებსაც, წესით, საეჭვოდ უნდა მიეჩნიათ შუაღამისას სტუდიიდან ყუთების გამოტანა.

საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა და მას ძველი თბილისის მე-7 განყოფილება იძიებს. როგორც ნინო ზურიაშვილი ამბობს, პოლიციამ აიღო თითის ანაბეჭდები, ავიდა მეზობელი სახლის სახურავზე და ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ მას შემდეგ 1 თვე გავიდა და დაზარალებულებს არავინ დაკავშირებია. ზურიაშვილის ინფორმაციით, პოლიციამ გარეკამერებიდან ვიდეოფირიც ამოიღო. თუმცა, მოხდა თუ არა დამნაშავეთა იდენტიფიცირება, ამის შესახებ ჟურნალისტებმა არაფერი იციან.

სტუდიის ოფისში, ქურდი სავარაუდოდ, კარიდან შევიდა, რადგან ზურიაშვილის თქმით, გაკაწრული იყო კარის საკეტი. ეს მას აფიქრებინებს, რომ კარი ე.წ. „ატმიჩკით“ გააღეს.

„სტუდიის კარი ადრე 1 გასაღებით იკეტებოდა, ჩვენ მეორე გასაღებიც დავამატეთ. სწორედ ამ ახალი გასაღების „ატმიჩკით“ მოხდა კარის გაღება“, - აცხადებს ზურიაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბარში.

გამოძიების გაჭიანურება ნინო ზურიაშვილს აფიქრებინებს, რომ მომხდარი არ იყო უბრალო ქურდობა და მიზნად ისახავდა სტუდიის მუშაობის პარალიზებას.

„ეს რომ რიგითი ქურდობა ყოფილიყო, გამოძიებას დამნაშავის დადგენა არ გაუჭირდებოდა. სტუდიიდან წაღებული ტექნიკა ადვილი ამოსაცნობია. მას საზღვარზეც ვერ გადაიტანდნენ. ასე რომ, ვფიქრობ, განზრახ ჭიანურდება მომხდარის გამოძიება“, - აცხადებს ჟურნალისტი.

მისი თქმით, დღეს სტუდიის ჟურნალიტები მუშაობენ ენთუზიაზმსა და მეგობრების დახმარების ხარჯზე, ევროპელმა მეგობრებმა სტუდიას 4 ათასი ევრო გადაურიცხეს, გარდა ამისა, „მონიტორმა“ მიიღო გრანტიც, რომელიც 10 ათასი დოლარის ოდენობისაა. ამ თანხით სტუდია მინიმალური ტექნიკის ყიდვას შეძლებს.

„გურია ნიუსი“

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC