01:17, Monday, 18.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

TV9 ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

11.09.2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაახლოებით ერთი თვის წინ, საქართველო – ჩეჩნეთის საზღვარი, ხევსურეთში, სოფელ ხონისჭალის ტერიტორიიდან 9 კაციანმა ჩეჩნების რაზმმა გადმოკვეთა ჩეჩენი საველე მეთაურის, დოკუ უმაროვის თანამებრძოლის, კავკასიის საემიროს წევრის თარხან გაზიევის მეთაურობით. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, გაზიევის მეთაურობით რაზმი ხონისჭალაში გაჩერდა. მას ხელისუფლება დღემდე ეძებს.
 
„მეცხრე არხი“ (გადაცემა „ანატომია“) წყაროზე დაყრნობით იუწყება, რომ ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის ბოლოს კვირას, 23 ივნისიდან 30 ივნისამდე პერიოდში, ლაგოდეხიდან, საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის მხრიდან, მაზიმ ჩაის საგუშაგოდან  6 კაციანი ჯგუფი შემოვიდა, რომელსაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაბურულმინებიანი ავტომობილი დახვდა, თუმცა ჯგუფის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ოფიციალურად არსად დაფიქსირებულა.
 
„ანატომიის“ ინფორმაციით, სწორედ ამ პერიოდში შეიცვალა შს მინისტრი, რის გამოც დაჯგუფებამ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და  საფრთხე, რომ მათი ხეობაში ყოფნა გამოაშკარავებულიყო, იზრდებოდა. „მათ თბილისიდან ურეკავს ვიღაც, ვინც აიძულებს ჯგუფი ტყეში დატოვოს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ თანამდებობა შეინარჩუნა მერაბიშვილის მოადგილემ გია ლორთქიფანიძემ, რომლის ძმა დავით ლორთქიფანიძე კახეთში კუდის უფროსის მოადგილეა და რომელსაც შს სამინისტროს თანამშრომლები პირად საუბრებში ასახელებენ იმ პიროვნებად, ვინც ხეობაში მყოფი უსტატუსო ადამიანების საკითხებს აგვარებდა მერაბიშვილთან და ახალაიასთან“, – იუწყება „მეცხრე არხი“.
 
ტელეკომპანიის ინფორმაციით, „ლოპოტას მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე, პანკისის მიმართულებით დაიძრა თარხან გაზიევის დაჯგუფება. „ანატომიას“ შეატყობინეს კონკრეტული მარშრუტი, როგორც უნდა ემოძრავა 6 კაციან ჯგუფს, რომელიც მერაბიშვილის მინისტრობის დროს გადმოვიდა მაზიმ ჩაის საგუშაგოს მხრიდან. P 277 ტრასის ნომერი, მიმართულება ხასავიორტი. გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ დაღესტნური ქალაქი ხასავიორტი რუქაზე წორედ ამ მიმართულებით P 277–ის გავლით P 278–ზე მდებარეობს. წყარო ასევე გვეუბნება, რომ კარიერების მიმართულებით უნდა ემოძრავათ. საუბარი როგორ ჩანს მარმარილოს კარიერებზეა, სადაც მანამდე ლაფანყურიდან გაუჩინარებულ ახალგაზრდებს ეძებდნენ. წყარო ყვება, რომ დიდოელებით დასახლებულ ადგილას ვაჰაბიტი საველე მეთაურების და სულიერი ლიდერების შეკრება იგეგმებოდა. ხასავიურტის რაიონში სწორედ დიდოელები ცხოვრობენ. ხასავიურტელი მოჯაჰედების ჯამაათის ვიდეორგოლში წყაროს მიერ ნახსენებ საველე მეთაურს თარხან გაზიევს ვხვდებით, ამასთან ერთად, ცნობილი სამხედრო მიმომხილველი ბაბიცკი ამბობს, რომ საქართველოში მოძრავი დაჯგუფება დაღესტნის ტერიტორიაზე დოკუ უმაროვს უნდა შეხვედროდა. საქმეში უმაროვის თანამებრძოლის გაზიევის გამოჩენის შემდეგ კიდევ უფრო სარწმუნო ხდება“, – იტყობინება „მეცხრე არხი“.
 
ტელეკომპანიის ცნობით, 9 და 6 კაციანი ჯგუფები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, ამიტომ დაჯგუფების ნაწილს საქეიფოდ წასული ახალგაზრდები წააწყდნენ, მათ კი თანხის და ხელშეუხებლობის გარანტიის სანაცვლოდ მეგზურად გაიყოლეს. 
 
„ანატომიას“ წყაროების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრების საერთო რაოდენობა 23 ადამიანი იყო: „თუ გაზიევის 9 კაციან ჯგუფს შეუერთდა 6, მაზიმ ჩაის მხრიდან გადმოსული პირი, ამათ კიდევ დაემატა ხეობიდან ბაღაკაშვილი, მარგოშვილი და ქავთარაშვილი, მივიღებთ 18 კაციან ჯგუფს. ამა ემატება ცნობა დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენლის „ცალხელა ახმედას“ შესახებაც, რომელიც ბოლო ინფორმაციით შსს–ს ჰყავს დაკავებული. ამ ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა კიდევ 4 ჩეჩენი ლტოლვილი, რომელიც პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. საბოლოოდ დაჯგუფების შემადგენლობის საერთო რაოდენობამ სხვადასხვა წყაროზე და რესპოდენტზე დაყრდნობით 23 ადამიანი შეადგინა“.
 
გადაცემის წყაროს ინფორმაციით, ის ქისტები და ჩეჩნები რომლებიც ლოპოტას მოვლენების დროს დახოცეს 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომში ქართველების მხარეს იბრძოდნენ.
 
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე შსს–ში კომენტარს არ აკეთებენ.

გადაცემა ანატომია

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC