კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასაქმების სამინისტროში უკვე 42 ათას ლარამდე პრემიაა გაცემული

17 სექტემბერი, 2012

საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატში ორთვიანი არსებობის მანძილზე გაცემული პრემიების ჯამური ოდენობა 42 ათას ლარს აღწევს. ინფორმაციას ამის შესახებ საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა აქვეყნებს.  
 
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების“ ინსტიტუტმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია უწყებაში გაცემული პრემიების შესახებ.
 
სახელმწიფო მინისტრის აპარატის პასუხში წერია, რომ პრემიების თანხამ შეადგინა 41 845 ლარი. სახელმწიფო უწყების ცნობით, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი შექმნის დღიდან მუშაობს სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი ბაზისა და ელექტრონული შრომის ბირჟის შექმნაზე, ასევე - მართავს შეხვედრებს საქართველოში და საზღვარგარეთ უმუშევართა პრობლემებთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთი

ახალი ამბები