კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხონში „ნაციონალური მოძრაობა“ ოთხმა აქტივისტმა დატოვა

25 სექტემბერი, 2012

21 სექტემბერს კოალიცია „ქართული ოცნების“ ხონის რაიონულ ორგანიზაციას „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი აქტივისტი შეუერთდა. ამირან კინწურაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ხონის ორგანიზაციის ლიდერი იყო. მის გადაწყვეტილებას ავთო ხობუა, აკაკი კაკაურიძე და ლევან ჯაფარიძე შეუერთდნენ. ისინი „ქართული ოცნების“ ხონის ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ და კოალიციის მაისურები ჩაიცვეს.

ოთხივე ახალგაზრდამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტელევიზიებმა ციხეებში ძალადობის ფაქტები გაავრცელეს. „ქართული ოცნების“ ხონის ორგანიზაციის კოორდინატორი ალეკო ვეკუა ამბობს: „დღეს ეს ადამიანები ჩვენს პარტიულ მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები და ჩვენ ყველა ერთად სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ვიბრძოლებთ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხონის ორგანიზაციაში ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

მარი ტაბიძე, ხონი

ახალი ამბები