კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჩვენ დავასრულებთ ამ ხელისუფლებას“ - აცხადებს ქუთაისელი ლეიბორისტი

25 სექტემბერი, 2012

არაკონკურენტული წინასაარჩევნო გარემო, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხელისუფლების მხრიდან, მეწარმეების დაშინება, რომ სამუშაო ადგილებს დაკარგავენ, თუ მარკეტების ვიტრინებზე სახელისუფლებო პარტიის სარეკლამო პლაკატებს არ გააკრავენ და ა.შ. ამ საკითხებზე 22 სექტემბერს, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა  გაამახვილა ყურადღება.

„ძალიან მძიმე, სტრესულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. სააკაშვილის რეჟიმის დამსახურებაა, რომ ადამიანები დაშინებული არიან. თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატებითაა გადაწითლებული ქუთაისი და მთელი ქვეყანა. „საქართველოს ბანკმა“, რომელსაც სესხისთვის მივმართეთ, აბსოლუტურად უმიზეზოდ უარი გვითხრა. განგვიმარტეს, რომ პოლიტიკური სუბიექტებისთვის სესხებს არ გასცემენ. ესაა რეალობა, რაშიც სააკაშვილის და მისი გუნდის წყალობით ვცხოვრობთ“, - ამბობს ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამსონ გუგავა.

გუგავა ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს უფუნქციობაზე და აცხადებს, რომ დარღვევების შემთხვევაში, რომელიც, როგორც ყველა არჩევნების დროს, ამჯერადაც მრავლად იქნება, მართლმსაჯულების იმედი არა აქვთ.

კოალიცია „ქართული ოცნების“  პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნას ლეიბორისტების კანდიდატი „დიდ შეცდომად“ აფასებს, რომელიც მისივე განმარტებით, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას.

„ხალხი დაიღალა სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმით და მიხვდა, რომ ეს რეალობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. სწორედ ამ დროს ივანიშვილის მოსვლამ ქართულ პოლიტიკაში და ყალბმა დაპირებებმა ყალბი იმედები გაუჩინა ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ არ გადავიქცევით შარაგზის ყაჩაღებად, მაგრამ 1 ოქტომბერს აუცილებლად დავასრულებთ ამ ხელისუფლებას. მდიდარს წავართმევთ და ღარიბს დავუბრუნებთ“, - განაცხადა სამსონ გუგავამ.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები