კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალებიდან“ წასული შტაბის წევრი გაქრა

27 სექტემბერი, 2012

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრმა, ედიშერ სიხარულიძემ კოალიცია „ქართული ოცნების“ ადგილობრივ წარმომადგენლებთან გაავრცელა მიმართვა, რომლის თანახმადაც, იგი პროტესტის ნიშნად ტოვებდა თანამდებობას და ნაციონალების საარჩევნო შტაბში მუშაობაზეც უარს აცხადებდა.

სიხარულიძე ამბობდა, რომ გამართავდა პრესკონფერენციას, სადაც გაამხელდა თუ როგორ არის ჩართული სამხედრო კომისარიატი საარჩევნო საკითხებში და როგორ მიმდინარეობს ზეწოლა წვევამდელებზე. შეგახსენებთ, რომ humanrights.ge უკვე წერდა იმ თათბირის შესახებ, რომელიც გურიის რეგიონში ჩატარდა, სადაც სამივე მუნიციპალიტეტის გამგებლებს კონკრეტული დავალება მისცეს და ერთ–ერთი სწორედ წვევამდელებს შეეხებოდა (http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=15485&lang=geo).

სიხარულიძემ პრესკონფერენციის დროც კი დანიშნა და თავისი გადაწყვეტილების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ლელა იმედაშვილს ტელეფონით აცნობა.

მიუხედავად ამისა, სიხარულიძემ უარი თქვა პრესკონფერენციის გამართვაზე, რის მიზეზადაც მისი ახლობლები ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებენ.

Humanrights.ge შეეცადა ედიშერ სიხარულიძესთან დაკავშირებას. როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, ამ დროისთვის მას ტელეფონით ვერც ისინი ოჯახის უკავშირდებიან. მისმა მეუღლემ გვითხრა, რომ თავადაც არ იცის, სად იმყოფება ამჟამად მისი ქმარი.

ნინო მშვიდობაძე, გურია

ახალი ამბები