კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის მასობრივი აღრიცხვა მიმდინარეობს

1 ოქტომბერი, 2012

ინტერპრესნიუსი

თბილისში საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის მასობრივი აღრიცხვა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი საბურთალოს ოლქის #29 საარჩევნო უბნიდან იუწყება, უბნის ეზოში რამდენიმე ახალგაზრდა ქალი, სიებით ხელში დგას და უბანზე მისულ ამომრჩეველს აკონტროლებს.

ჟურნალისტის კითხვას, რა სიებით სარგებლობენ და ვინ არიან, მათ თავი აარიდეს, ვინაობაც არ დაასახელეს და უბნის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა განუმარტა, ახალგაზრდა ქალები ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ, თუმცა მათი ვინაობა მოსახლეობისთვის უცნობია.

#29 საარჩევნო უბნის ახლოს მდებარე საარჩევნო უბანთან, რომელიც სკოლის შენობაშია, ავტომანქანებით „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები დგანან და ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ. კითხვაზე, რატომ იქცვიან ასე, პარტიის კოორდინატორებმა აღნიშნეს, რომ უკანონოს არაფერს აკეთებენ. „ინტერპრესნიუსმა“ შესაბამისი  ფოტოები სწორედ ამ ორ უბანზე გადაიღო. ასეთივე შეთხვევები იყო დღეს სხვა საარჩევნო უბნებზეც.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აღრიცხვასთან დაკავშირებით განმარტებებისთვის "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი დაუკავშირდა. მისი განმარტებით, პარტია დღესაც, ისევე როგორც ყველა სხვა არჩევნებზე, ამომრჩევლის მოწვევის კამპანიას ახორციელებს.

„ჩვენ, კარდაკარისას, წინასწარ იდენტიფიცირებული გვყავს ჩვენი მხარდამჭერები, ამიტომ საარჩევნო უბნებთან მათი მოწვევის კამპანიას. ვახორციელებთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინციდენტები „ქართული ოცნების“ მხრიდან, მოწვევის კამპანიის მონაწილეებს მივეცით მითითება, რომ ისინი უნდა იდგნენ საარჩევნო უბნიდან გონივრულ დისტანციაზე, ამავდროულად არ უნდა ეცვათ პარტიის სიმბოლიკიანი მაისურები, რათა ეს ამომრჩეველზე ზემოქმედების მცდელობად არ ჩაითვალოს და ასევე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების პროვოცირება არ გამოიწვიოს“, - განმარტა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა მოწვევის კამპანია კანონის სრული დაცვით და გამჭვირვალედ ხორციელდება.

ამასთან, ჩიორა თაქთაქიშვილი მედიას მოუწოდებს, მოწვევის კამპანიაში ჩართული პირების მხრიდან კამპანიის წესების დარღვევების შემთხვევაში აცნობონ, რაზეც პარტია სათანადო რეაგირებას მოახდენს.

ამავე დროს ჩიორა თაქთაქიშვილმა კომენტარი გააკეთა ამომრჩეველთა ტრანსპორტირების  შემთხვევებზე რეგიონებში და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასწარ იდენტიფიცირებული ამომრჩევლის ტრანსპორტირებას ახორციელებს მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც საარჩევნო უბნამდე მისვლა პრობლემებთან არის დაკავშირებული.

„ეს საქმიანობა დაფინანსებულია „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის ფონდის მიერ, რომელიც არის გამჭვირვალე. 3 კვირაში ერთხელ აუდიტის სამსახურს ჩვენ ვაწვდით ანგარიშებს და კამპანიის ეს ნაწილიც აისახება "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის საერთო ანგარიშში“, - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მისი თქმით, ტრანსპორტით უზრუნველყოფა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის ხდება იმ მაღალმთიან რეგიონებში, სადაც საარჩევნო უბნამდე მისვლა ამომრჩევლისთვის პრობლემას წარმოადგენს და ეს არ ვრცელდება ყველა რეგიონზე.

ახალი ამბები