კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კაბალის N18 საარჩევნო უბანზე აგიტაციის მიზნით „ბეშ-ბეშს“ გაიძახიან

1 ოქტომბერი, 2012

ლაგოდეხის N15 ოლქის კაბალის N18 საარჩევნო უბანზე აზერბაიჯანულ ენაზე „ბეშ-ბეშს“ გაიძახიან, რაც ქართულად ხუთს ნიშნავს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს უბანზე მყოფმა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა შეატყობინა, კენჭისყრის კაბინისკენ მიმავალ ამომრჩეველს უბანზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ქსელის“ დამკვირვებელი იმრან ამირახოვი ხმამაღლა აზერბაიჯანულად „ბეშ-ბეშს“ უყვირის და აგიტაციას ეწევა, რაც კანონით აკრძალულია.

აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ვახტანგ კაპანაძემ უკვე დაწერა საჩივარი; გარდა ამისა, იმავე საარჩევნო უბანზე სხვა დამკვირვებლებმა 09:15 საათისთვის კიდევ 2 საჩივარი დაწერეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის, ციალა უთიაშვილის საჩივრის მიხედვით, ლაგოდეხის N15 ოლქის N18 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთი თვალსაჩინო ადგილზე არ დგას, დამკვირვებლები ვერ ხედავენ ყუთს, რადგან ის შენობის შიდა დერეფნის გადაკვეთაზე კენჭისყრის კაბინების გვერდით დგას.

მესამე საჩივარი ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა შეადგინა, რომლის მიხედვით, უბანზე განთავსებული სარეგისტრაციო მაგიდები, კედელთან ახლოს ისეა განლაგებული, რომ  დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესზე სრულყოფილად დაკვირვების საშუალება არ ეძლევათ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები