კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები რამდენიმე უბანზე არჩევნების მასობრივ გაყალბებას ვარაუდობენ

1 ოქტომბერი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები კვლავ რჩებიან რეგიონებში საარჩევნო უბნებზე და აღნუსხავენ მომხდარ დარღვევებს. ორგანიზაცია შიშობს, რომ იმ უბნებში, სადაც ამომრჩეველთა აქტიურობა დაბალია, მოსალოდნელია ბიულტენების ჩაყრა და არჩევნების გაყალბება. განსაკუთრებით ასეთი საშიშროება გამოიკვეთა ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში, სადაც საარჩევნო უბნების წინ მობილიზებული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ზეწოლას ახდენენ ამომრჩევლებზე.

ამავე დროს, გარდაბნისა და საგარეჯოს სოფლებში, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები ცხოვრობენ, საარჩევნო უბნებზე შედიან გაურკვეველი სტატუსის პირები (სავარაუდოდ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები) და აქტიურად ეწევიან აგიტაციას. ეს პირები რამდენჯერმე დაემუქრნენ გარდაბნის 21-ე საარჩევნო ოლქის 49-ე საარჩევნო უბანზე მყოფ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს, ნინო ღვედაშვილს და არ მისცეს საჩივრის დაწერის საშუალება. ადამიანის უფლებათა ცენტრმა დღის განმავლობაში ხუთჯერ დარეკა ცესკოს ცხელ ხაზზე, აცნობა ცესკოს, რომ დამკვირვებელს ემუქრებოდნენ და მოითხოვა რეაგირება. მხოლოდ მეხუთე დარეკვიდან ერთი საათის შემდეგ ცესკოდან დაუკავშირდნენ საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და სთხოვეს მიეღო საჩივარი, რაც იყო სრულიად არაადეკვატური რეაგირება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს გაუქმდეს არჩევნების შედეგები გარდაბნის 21-ე საარჩევნო ოლქის 49-ე საარჩევნო უბანზე, სადაც არ იყო დაცული ამომრჩეველთა ხმის ფარულობა და ღიად ზემოქმედებდნენ მათ ნებაზე.

ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა დღეს, 1 ოქტომბერს მედიაორგანიზაციებს მიაწოდა წინასაარჩევნო პერიოდის კვლევის მორიგი შუალედური ანგარიში 92 გვერდის მოცულობით, რომელიც მოიცავს აგვისტო-სექტემბრის მონიტორინგის შედეგებს. ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული ის ძირითადი ტენდენციები, რამაც შეუძლებელია, გავლენა არ მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.

კერძოდ, ანგარიშში საუბარია: საარჩევნო პროცესში გამოყენებული საკანონმდებლო და სახელისუფლებო რესურსების, ასევე - ძალოვანი, საზედამხედველო და მმართველობითი რესურსების გამოყენების ფორმებზე;  ჟურნალისტური საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლისა და ხელისუფლების მხრიდან მედიარესურსების გამოყენების ფაქტებზე; პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტებზე, რომელთა აბსოლუტურ უმეტესობაში პირდაპირ თუ არაპირდაპირ მონაწილეობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები; ოპოზიციური აქტივისტების დაკავებებზე;

წინასაარჩევნო პერიოდის კვლევის  პირველი შუალედური ადამიანის უფლებათა ცენტრმა 5 სექტემბერს გამოაქვეყნა, სადაც ასევე გაანალიზებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. განსაკუთრებით - საარჩევნო კოდექსში და „პარტიების შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, რამაც სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. სრული სახით ადამიანის უფლებათა ცენტრის ეს შუალედური ანგარიში ატვირთულია Humanrights.ge-ზე: http://www.humanrights.ge/admin/editor/uploads/pdf/HRIDC%20-%20Election_Interim_Geo%20_2_.pdf .

ახალი ამბები