კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზეწოლის მიუხედავად, ქუთაისში ამომრჩეველმა გაიმარჯვა

4 ოქტომბერი, 2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ამომრჩევლის მისყიდვა, ხალხის ტრანსპორტირება საარჩევნო უბნებზე, მუქარა ამომრჩეველზე: „არ გაბედო 41-ის შემოხაზვა, თორემ ინანებ!“ ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლები ბიულეტენები და ზოგადად, არასათანადო პირობები საარჩევნო უბნებზე - ამ ვითარების მიუხედავად, ქუთაისში 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა.  

ზეწოლის მიუხედავად, რომელზეც ქუთაისელები როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდშიც ჩიოდნენ, ქუთაისში არჩევნები კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა.

„ზეწოლაა, აბა რა არის. ხალხი საარჩევნო უბნებზე „ნაცმოძრაობის“ ფლაერებით მოდის. ამის გარდა, მათი კოორდინატორები უბანზე მოსულ ხალხს კატეგორიულად თხოვენ, ხუთიანი შემოხაზონ. ხელჩართული ჩხუბებია ქუჩებში, საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე. გაიგეთ, „ნაციონალებო“, რომ ეს ქვეყანა აღარაა ვანოსი. ჩვენი შვილებისაა და არავის მივცემთ უფლებას, მათ მომავალი წაართვან“, - ამომრჩევლის ეს პათოსი უკვე წარსულში დარჩა. ისევე, როგორც არჩევნებში 54.13%-ით გამარჯვებული „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საუბარი „არნახულ ზეწოლაზე“.

„არნახული ზეწოლა იყო ხელისუფლების მხრიდან. მიუხედავად ამისა, ამომრჩეველმა გაიმარჯვა. მინდა, ქუთაისს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და ვთხოვო ყველას, გამოვიდნენ და დადგნენ საარჩევნო უბნებთან საკუთარი ხმების დასაცავად. რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ მარცხის გამო მზად არის გაიტაცოს საარჩევნო ყუთები და ისინი სხვა ყუთებით ჩაანაცვლოს. ცოტა ხნის წინ კოალიციის ერთ-ერთ წევრს გელა გოშაძეს უცნობმა პიროვნებამ დაურეკა და ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრა“, - ასე მიმართა ქუთაისელ ამომრჩეველს 1 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  კოალიცია „ქართული ოცნებიდან“.

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრი გელა გოშაძე 1 სექტემბერს დააკავეს. იგი დაკავებიდან რამდენიმე საათში, 3-ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ, გაათავისუფლეს. 20-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ყოფილ პოლიციელს, რომელიც ოთხი წლის წინ წარმატებული მუშაობისთვის შსს-ს მიერ სათანადოდ დაჯილდოვდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დასდეს ბრალად.

„ასეთი ფაქტი არაერთია. ხალხის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული აქტივისტების საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 26 სექტემბერს მეოთხედ გადაიდო. ჯერაც დაკავებული არიან უდანაშაულო ბავშვები, რომლებიც მხოლოდ საინფორმაციო მასალას არიგებდნენ. აღარაფერს ვამბობთ ცემის ფაქტებზე და იმაზე, რომ ჩვენი აქტივისტები მძიმე ტრამვებით დღეების განმავლობაში საავადმყოფოებში რჩებოდნენ“, - აცხადებენ კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციაში, სადაც მოპოვებული ხმების 58% - სთვის  ამომრჩეველს მადლობას უხდიან.

„დადიოდნენ ყველგან, ყველა უბანში, მარკეტებში, სალონებში, სკოლებში, საავადმყოფოებში და ხალხს პირდაპირ ავალებდნენ, ხმა მათთვის მიეცათ. იყო მუქარები, ზეწოლის ფაქტები და ბევრი უსირცხვილობები. არიგებდნენ თანხასაც: 20, 25, 200 ლარს (დაკისრებული დავალებების მიხედვით). მოკლედ, ყველაფერზე მიდიოდნენ და ამ რეჟიმით იმუშავეს 1 ოქტომბერსაც. საარჩევნო უბნებთან მარშუტკებით მიყავდათ „კარგად დამუშავებული“ ხალხი. თავისი ფეხით მისულებს  კი, ვითომ სხვათაშორის ეუბნებოდნენ, 5 ნომერი შემოეხაზათ“, - აცხადებენ ქუთაისელი ამომრჩევლები.

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის უმრავლესობამ ხმა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა. ხმათა 35% მიიღო  „ნაციონალურმა მოძრაობამ.“ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი თევდორაძეს კი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ პროპორციული სიის მე-5 ნომერია, ხმათა 36% ხვდა წილად.

ახალი ამბები