კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვალერი გელაშვილი: „ხაშურის მაჟორიტარულ ოლქს არ დავთმობთ“

4 ოქტომბერი, 2012

ინტერპრესნიუსი

ხაშურში ისევ რთული ვითარებაა და ჩვენ ამ მაჟორიტარული ოლქის დათმობას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, საოლქო კომისია მათი 10 საჩივრის განხილვას აჭიანურებს და სხდომას არ ატარებს.

„ჩვენ ხაშურის მაჟორიტარულ ოლქს არ დავთმობთ, რადგან ჩემს რაიონში უკვე მესამედ გავიმარჯვე. კომისიების წევრები ღიად აცხადებენ, რომ ყალბ ოქმებზე ხელმოწერა სპეცრაზმმა აიძულა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ კი კრიმინალი ჩაიდინა, როდესაც გაყალბებული ოქმები დაარეგისტრირა. მოვითხოვთ იმ უბნების ბათილად ცნობას, რომლებზეც სპეცრაზმი იყო შესული ან რეალური შედეგების დაწერას, რაც სინამდვილეში დაფიქსირდა“, - აღნიშნა გელაშვილმა.

მისივე განმარტებით, სიტუაციის არევა არ სურს, მაგრამ ხალხის შეჩერება არ შეუძლია, რადგან მათი მოთხოვნები სამართლიანია.

„ხალხი რომ გავაჩერო, ხვალ მე გადამივლიან. ჩვენ უნდა დავიცვათ ის მხარდაჭერა, რაც ამ ოლქში გამოგვიცხადეს“, - აღნიშნა ვალერი გელაშვილმა.

მისივე თქმით, საოლქო კომისიის თავმჯდომარე ცესკოს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის მითითებით, სახლიდან არ გამოდის და კომისიის სხდომას არ ატარებს.

ამასთან, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის პარლამენტის და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ წინასწარი დასკვნაშიც აისახა.

კერძოდ, წინასწარი დასკვნის თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლებმა პროცედურული პრობლემის იდენტიფიცირება შეძლეს.

„საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეამჩნიეს, რომ ამომრჩევლები თავიანთ არჩევანს ყოველთვის საიდუმლოდ არ აკეთებდნენ, დამკვირვებლებმა მონახულებული საარჩევნო უბნების 5%-ში ჯგუფურად ხმის მიცემის ფაქტები დააფიქსირეს. გარკვეული არათანმიმდევრულობა ასევე დაფიქსირდა მარკირებისთვის გამოყენებული მელნის გამოყენებისას და შემოწმებისას, მარკირება ერთი ადამიანის მიერ ხმის მრავალჯერ მიცემის აღკვეთისთვის გამოიყენება (მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები მონახულებული უბნების 7%-ში იქნა დაფიქსირებული). ამომრჩეველთა იდენტიფიცირების პროცედურები მთლიანობაში დაცული იყო. მონახულებული საარჩევნო უბნების 7.5%-ში გარკვეული რაოდენობის ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს რადგან მათი გვარები არ აღმოჩნდა შესაბამის ამომრჩეველთა სიებში. მართალია, ხმის დათვლის პროცედურები მთლიანობაში შესრულებული იყო, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლებმა დათვლის პროცესი ხმის მიცემის პროცესთან შედარებით ნაკლებად პოზიტიურად შეაფასეს. მონახულებული საარჩევნო უბნების თითქმის ერთ მეექვსედში ხმის დათვლის პროცესი ნეგატიურად იქნა შეფასებული. მონახულებული 135 საარჩევნო უბნების ერთ მესამედში საუბნო საარჩევნო კომისიას შედეგების ოქმის შედგენა გაუჭირდა, რამაც პროცედურული შეცდომები გამოიწვია, მათ შორის მონახულებული საარჩევნო უბნების ერთ მეათედში ოქმებზე ხელის წინასწარ მოწერა იქნა დაფიქსირებული. შედეგების ოქმები ყოველთვის გამოკრული არ იყო, რაც კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგება და გამჭირვალეობის პრინციპიდან გადახვევას წარმოადგენს. იყო იმის ნიშნები რომ მანამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 7 შემთხვევაში საარჩევნო ყუთებში ბიულეტინების ჩაყრა მოხდა, მათ შორის ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ხაშურში სადაც ხმის დათვლის პროცესი მოგვიანებით ჩაიშალა. ცესკომ განაცხადა რომ რამოდენიმე საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმების შესაძლებლობა განიხილება. ხმების შეჯამების პროცესი ძირითადად გამჭირვალედ მიმდინარეობდა, ზოგიერთ საოლქო საარჩევნო კომისიაში ზედმეტი ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა. საერთაშორისო დამკვირვებლების მონაცემებით რვა შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიების მასალები წესიერად დალუქული არ ყოფილა და შეჯამების პროცესზე დაკვირვებისას (87-ე უბანზე) 9 შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმში დაფიქსირებული ციფრები სწორად შეჯამებული არ ყოფილა. თეთრიწყაროში სულ ცოტა ორმა საუბნო საარჩევნო კომისიამ მათი ბიულეტინები და ოქმები პირდაპირ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გააგზავნა რადგან ხალხმრავლობის გამო მათ ამ დოკუმენტების საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანა ვერ მოახერხეს“, - ნათქვამია დასკვნაში.

ახალი ამბები